პუტინმა ცხინვალს არჩევნები მიულოცა და სამიდღემჩიო დახმარებას დაჰპირდა

“მიიღეთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მოლოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული განასახიერებს თქვენი ქვეყნის ხალხის მამაცობასა და სიმტკიცეს, რომელმაც მძიმე ბრძოლაში დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ, მშვიდობიან ცხოვრებაზე“ – ნათქვამია პუტინის წერილში, რომლითაც ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტს” მარატ კამბოლოვს “რესპუბლიკის დღეს” ულოცავს.
💬 “რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით” – წერს პუტინი და აცხადებს, რომ “რუსეთი მომავალშიც ყოველმხრივ დაეხმარება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასა და ხალხს სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაჭრაში.”
🔻 ეს უკვე მეორე წერილია, რომელიც კამბოლოვმა პუტინისგან ბოლო ორ დღეში მიიღო. გუშინ, 19 სექტემბერს, კრემლმა მას ე.წ. არჩევნებში “გამარჯვება” მიულოცა
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights