ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ბაზის საკითხი კვლავ ბურუსითაა მოცული

დავიწყებ იმით, რომ თურმე გუშინდელი ჩემი კომენტარები გაკვირვებიათ საკრებულოს წევრებს, აქაოდა თანაპარტიელებისაგან განსხვავებული აზრის გამოთქმა როგორ გაბედაო…
ძვირფასო ყოფილო კოლეგებო, ჩემთვის არასოდეს არავის არ შეუზღუდავს საკუთარი აზრის დაფიქსირება, ბევრს ეს წინა მოწვევის საკრებულოდანაც უნდა გახსოვდეთ და ჩვენ(ენმ) თქვენსავით მესიჯბოქსებით, უნისონში არ ვიმართებით, ამიტომაც ვარ დღემდე ამ პარტიის ერთგული!💁🏻‍♀️
ახლა თემასთან კავშირში:
❌მაინტერესებს(ისევე როგორც ბევრ ლანჩხუთელს) როგორ დამთავრდა ჩვენი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ბაზის საკითხი?
❌მაინტერესებს რატომ ჩაიშალა ორი სხდომა?
❌მაინტერესებს რატომ აღარ იძებნება ფბ გვერდზე თქვენი საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა(იურიდიული და ქონების), რომლებმაც უარყოფითი დასკვნა დადეს, ფოტოებით გააზიარეთ და მერე რატომღაც აიღეთ? Zaza Tsuladze
@giorgi xeladze თქვენ მანდ “კომისიობანას” თამაშობთ?🤔
❌გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტრომ უკანვე წაიღო თავისი მოთხოვნაო… ძალიან კარგი!
მაგრამ თუ ეს ასეა, ბატონო ბესო ტაბიძე, საკრებულოს “შეუცვლელო”თავმჯდომარევ, რატომ არ ჩაგვთვალეთ იმის ღირსად, რომ ინფორმაცია მაინც მოგეწოდებინათ ამდენი მომლოდინე ადამიანისთვის?
თუ ვერ დარწმუნდით, რომ ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი რაიონი და ნამდვილად გვაინტერესებს მისი წინსვლა( ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით, რომლებსაც მარტო ტყუილად ყოფნაში მაღალი ხელფასის აღება უნდათ და სხვა არაფერი)?
✅პ.ს. უნდა შეგახსენოთ, რომ ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით ჩემი შვილები ამ რაიონში დაბრუნდნენ, აქ უნდათ იცხოვრონ და თავიანთი ცოდნა მოახმარონ სწორედ რაიონის წინსვლას, ასე რომ ჩემს გულწრფელობაში ეჭვი ნურავის შეგეპარებათ!
გააკეთეთ შესაბამისი განცხადება, როგორ გადაწყდა ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელივანი საკითხი!
წერს ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ირმა მგელაძე;
ამასობაში, ლანჩხუთში გამომავალი ონლაინ მედია “გურია თუდეი” წერს:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც 8 ოქტომბერს, 17 საათზე იყო ჩანიშნული და ეკონომიკის სამინისტროსთვის გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, გადადიდო.

დარბაზში შეკრებილებისთვის, მათ შორის, საკრებულოს წევრებისთვის მიზეზი არავის განუმარტავს. სხდომა 9 ოქტომბერს, 12 საათზე ჩატარდება.

2026 წლის 26 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროს მიმართა შპს „დიემჯი გრუპმა“, რომელიც საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფლობს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, გრიგოლეთში არსებული საფეხბურთო კომპლექსის იჯარით გადაცემა თხოვა.

იმავე დღეს ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ლანჩხუთის საკრებულოს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების [გრიგოლეთის ბაზის] გადაცემის საკითხის განსახილველად.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრების პოზიციაა, ინვესტორთან ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა გააფორმოს, რაც იჯარის შეწყვეტის ან დასრულების დროს ქონების დაცვის მექანიზმად მიაჩნიათ.

თავის მხრივ, კლუბ „გურიას“ მმართველი ჯგუფისთვის [ჟორდანიების ოჯახი] მთავარია, დროულად მოხდეს კომპლექსის გადაცემა, რათა კომპანია „დიემჯი ჯგუფმა“ გრიგოლეთის ბაზის რეაბილიტაცია დაიწყოს.

ლანჩხუთის საკრებულოს სხდომის გადადება, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ადგილობრივ კანონმდებლების მყარი პოზიციის მიუხედავად, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ფორმით გადაეცემა ბაზა ინვესტორს.

„გურია Today“-ს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ იჯარას მუნიციპალიტეტი გააფორმებს: „რაც ვიცით, ხვალ [9 ოქტომბერს] ეკონომიკის სამინისტრო წერილს უკან გაითხოვს და მუნიციპალიტეტი შპს „დიემჯი ჯგუფთან“ იჯარის ხელშეკრულებას პირდაპირ გააფორმებს“ _ გვითხრა ლანჩხუთის საკრებულოსთან დაახლოებულმა წყარომ.

აღნიშნული ინფორმაცია ასევე კონფიდენციალურად დაგვიდასტურა საკრებულოს მინიმუმ ორმა წევრმა, მაგრამ ჩვენი სხვა წყაროების მიხედვით, შესაძლოა, ის მცდარი იყოს ან შეიცვალოს.

თუ ინფორმაცია დადასტურდა, საკრებულოს სხდომის გამართვის საჭიროება აღარ იქნება, ხოლო თუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წერილი არ გაითხოვა და საკრებულოს წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა ჩაშალეს, არსებული, მაგრამ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქონებას ავტომატურად გადაიფორმებს სამინისტრო, რადგან განხილვის ვადა სწორედ 9 ოქტომბერს იწურება.

ცნობისთვის: 2026 წლიდან ლანჩხუთის „გურია“ შპს „დიემჯი გრუპის“ საკუთრებაშია და მას ჟორდანიების ოჯახი მართავს. კლუბი, რომელიც ფინანსურ კრიზისში იყო, ამჟამად მესამე ლიგაში ერთპიროვნული ლიდერია და მას, საფეხბურთო წრეებში არსებული მოსაზრებით, უმაღლესი ლიგის დონის პირობები აქვს.

„გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი და ახლა დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მერაბ ჟორდანია „გურია Today“-სთან საუბარში აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში კლუბი ეროვნულ ლიგაში უნდა გადავიდეს და პირველივე წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights