“თავისუფლების მოედანმა” კამპანია „საქართველოს გულისთვის“ ფარგლებში გურიაში ერთკვირიანი “კარდაკარი” დაიწყო

“თავისუფლების მოედანმა” კამპანია „საქართველოს გულისთვის“ ფარგლებში გურიაში ერთკვირიანი “კარდაკარი” დაიწყო;

როგორც აღნიშნული პარტიის პრეს სამსახურიდან გვაცნობეს-კამპანია „საქართველოს გულისთვის“ გურიის რეგიონში გუშინ დაიწყო და ის ერთი კვირა გაგრძელდება;

“მთელი კვირის განმავლობაში „თავისუფლების მოედნის“ ლიდერები, შეხვედრებს გამართავენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში და პირისპირ შეხვდებიან მოქალაქეებს” – უთხრეს “გურიის მოამბეს” “თავისუფლების მოედანში”;

ცნობისათვის: პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანი“ აგრძელებს კამპანიას „საქართველოს გულისთვის“.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, პარტიის გუნდმა უკვე  მოიარა იმერეთის, აჭარის, კახეთის, სამეგრელოს, პანკისის ხეობის, თუშეთის, ხევსურეთის, ფშავის, ხევის, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის ქალაქები და სოფლები.

კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეული კუთხის, ქალაქისა და ყველაზე შორეული სოფლის მოვლა, მოსახლეობამდე პირდაპირი, უშუალო სიმართლის მიტანა და ადგილობრივი მცხოვრებლების წინაშე არსებული რეალური პრობლემების შესწავლა და პოლიტიკურ პრიორიტეტებად გარდაქმნა.

გურიის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება 1 ნოემბერს გაიმართება – ფორუმი — „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის – გურია“ – ფარგლებში.

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights