გურიის მოამბე

დიმიტრი გორდონი – ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა – საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც პირდაპირ ციხეში მსურდა

ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, მე კი მასთან ინტერვიუს ჩაწერა პირდაპირ ციხეში მსურდა, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ განუხორციელებიათ მისი დეპორტაცია.

„ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია ვარ“, – აცხადებს გორდონი.

შეგახსენებთ, მანამდე დიმიტრი გორდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში არ შეუშვეს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საქართველოში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში მარია ბარაბაში.

Verified by MonsterInsights