დღეს,ოფისიდან მომავალს, ტროტუარზე თეთრი დაბურული შკოდა ამედევნა, გვერდით გამიჩერა და ფანჯრიდან გადმომძახა რომ გავჩერებულიყავი.
შკოდიდან გადმოსული(არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი მანქანას,მენტურად) ორი ფორმიანი, საპატრულო პოლიციის სახელით გამეცნო და დათვალიერება მომთხოვა,ხოლო ჩემს შეკითხვაზე თუ რის საფუძველზე მიპირებდნენ გაჩხრეკვას,მიპასუხეს,რომ ეს ჩრეკა კი არა, გარეგანი დათვალიერება იყო და ამას პოლიციის შესახებ კანონი არეგულირებდა. არა და,როცა ჩანთას გიჩხრეკენ, ეს რანაირადაა თუნდაც გარეგანი დათვალიერება არ მესმის?!
არანაირად არ ვაპირებდი,ამ სრულიად უკანონო და შეურაწმყოფელ ბრძანებას დავმორჩილებოდი,მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მეორე ნორმას აამოქმედბდნენ და პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით დამაკავებდნენ.არც ეგ იყო პრობლემა,ვინც მიცნობს კარგად იცის, თუ რამდენად მეშინია დაკავების…(!)
ამ თოთხმტი წლის მანძილზე რამდენჯერ ვყოფილვარ ხან დაკითხვაზე და ხანაც სასამართლოში ე.წ ბრალდებულის სკამზე,უბრალოდ ჩემი ოჯახური პირობების გამო, ახლა ამისთვის არანაირად არ ვიყავი მზად,ოფისიდან აფთიაქში მივდიოდი….
ჩემი ხელით ამოვულაგე რაც ჩანთაში მელაგა და რაც ჯიბეში მქონდა და რა თქმა უნდა, იქ კანონსაწინააღმდეგოს ვერც ვერაფერს აღმოაჩენენ ვერასოდეს,მაგრამ მაინც მწყდება გული საკუთარ თავზე,რომ ამის უფლებაც მივეცი,რადგან ქუჩაში ქვეითად მიმავალი ადამიანი,ყოველგვარი გონივრული ეჭვისა და არანაირი წინაპირობის გარეშე,რომელიც ეჭვს დაბადებდა და აუცილებლობას მოითხოვდა დაგეთვალიერებინა ესა თუ ის პირი,არის უკანონო,შეურაწმყოფელი და ადამინის უფლების დარღვევა!
როცა ადამიანს აჩერებს პოლიცია და სთხოვს რომ მისი ჯიბეები და ჩანთა უნდა დაათვალიეროს,იქვე ვალდებულია თუ არა პოლიცია, შეავსოს ოქმი? და თუ არ ავსებს ოქმს და ამ დათვალიერების დროს არ ყავს მინიმუმ ორი მოწმე,რამდენად კანონიერი იქნება აღმოჩენილი ნივით ან/და საგანი რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ ჩაითვლება,ნამდვილად მისი ჯიბიდან ან/და ჩანდიდან იქნა ამოღებული და არა ჩადებული ან/და დადებული სპეციალურად?
საიდან და როგორ უნდა ამტკიცო შენი უდანაშაულობა,როცა არა ოქმი,არა ნეიტრალური მოწმე და ა.შ
– და ბოლოს,ვისაც უმიზეზოდ გაგაჩერებთ პოლიცია,აუცილებლად მოსთხოვეთ მოტივი,თუ რა გონივრული ეჭვის საფუძველზე გიპირებთ ჩხრეკას(მათ ენაზე დათვალიერებას) დაასაბუთოს,წარმოადგინოს ოქმის ფურცელი და ორი ნეიტრალური მოწმე,რომელიც დაესწრება თქვენს ჩხრეკას,რათა დაზღვეული იყოთ,რომ არაფერს არ “გიჩალიჩებენ”
პ.ს ეს ნორმა კანონიდან “პოლიციის შესახებ”საერთოდ გასაუქმებელია,თუ ქუჩაში ქვეითად მიმავალი ობიექტის ჩხრეკის აუცილებლობა,კონკრეტული,მყარი გარემოებებიდან არ არის გამოწვეული.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, ამ სრულიად შეურაწმყოფელი პროცედურის ჩატარება,არის მოგონილი და ადამიანის უფლების უხეში დარღვევა!
წერს, დგილობრივი ოპოზიციის ლიდერი გურიაში, კახა ასკურავა;








