მაესტრომ მოკვდავებს ახალი სეზონის გეგმები გაგვაცნო

“დღეს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 159-ე სათეატრო სეზონის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასო ჩიგოგიძემ, დასსა და თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ახალი სეზონის გეგმები გააცნო და უახლოესი პერიოდის სამუშაო პროცესზე ისაუბრა. ✨
შეხვედრაზე დაანონსდა ახალი სპექტაკლების რეპეტიციები, მომავალი პრემიერები, გასტროლები და მნიშვნელოვანი თეატრალური პროექტები.
159-ე სათეატრო სეზონი წინ საინტერესო, დატვირთული და შემოქმედებითად განსაკუთრებული პერიოდით გველოდება!”
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights