“ქირურგმა რომ 10000 წარმატებული ოპერაცია ჩაატაროს, მაგრამ ბანალური შეცდომების და დაუდევრობის გამო 200 პაციენტი მოუკვდეს, მაინც მკვლელის სახელით ივლის.ნუ შეგვჭამეთ, ბატონო, წარმატებებზე საუბრით. იმ დანგრეულ წვეყანაში, რომელიც 2003 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო, აბა რა უნდა ექნათ?
დიახ იყო უდიდესი წინსვლა, იყო უდიდესი ტრანსფორმაცია, მაგრამ რა უქენით სასამართლო სისტემას, რასაც ახლა ოცნება იყენებს?
როგორ არჩევნებს ატარებდით? როგორი ცესკო გყავდათ?
რა რიტორიკას იყენებდით ოპოზიციის მიმართ?
როგორ მოასუფთავეთ ისე პოლიტიკური ველი, რომ ივანიშვილი შემოუშვით ამ ველზე?
რატომ ერთ სიტყვას არ ამბობთ, თუ როგორ და როდემდე თანამშრომლობდით ივანიშვილთან?
თუ იცოდით, რომ ივანიშვილი რუსეთის აგენტი იყო, რატომ თანამშრომლობდით მასთან და რატომ არ მიუსვით გვერდში ჩახალიანს?
და საერთოდ – ოცნების პოლიტიკის რამე სიბინძურე მითხარით, რაც თქვენი დანერგილი არ არის!
ნიჭიერი მოწაფეები გამოგადგათ – დახვეწეს თქვენი დანატოვარი.
ხოლო როგორი ოპოზიციონერები ხართ, აგერ გამოჩნდა სოფელ ფერეთაში – პრაქტიკულად ყველა თქვენმა მომხრემ ქოცების კანდიდატს მისცა ხმა!”
წერს, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, “ლელოს” ლიდერი ჩოხატაურში, ნუგზარ ჩხიკვაძე;








