დაკარგული ოქრო და მაინც…იური ლომაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ოზურგეთელმა მოჭიდავემ, იური ლომაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;

ვულოცავთ ოზურგეთის ჭიდაობის სკოლას მორიგ წარმატებას;

წუხელ, 72 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ლომაძემ უკრაინელი ფარვიზ ნასიბოვი ანგარიშით 7:4 დაამარცხა;

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს საქართველოს ნაკრებისათვის მეორე მედალია;

ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და იური ლომაძე (72 კგ)

ცნობისათვის; იური ლომაძემ ნახევარფინალი უნგრელ მოჭიდავესთან, მწვრთნელის, გეგეშიზის შეცდომის გამო წააგო, რომელმაც არასაჭირო ჩელენჯი მოითხოვა, რის გამოც ლომაძის მეტოქეს ერთი საჯარიმო ქულა დაემატა, რამაც განაპირობა კიდევ ოზურგეთელი სპორტსმენის მარცხი;

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights