სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა 78 თვითმფრინავი დაკარგეს

დასავლეთის სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა ჯამში 78 თვითმფრინავი დაკარგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრ ვიტალი საველევის განცხადებით, ქვეყანაში 1 367 თვითმფრინავი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 78 სხვა ქვეყნებში დააკავეს, მათ შორის, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მისივე  განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თვითმფრინავების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიები უარს ამბობენ.

metronome.ge

Verified by MonsterInsights