რა მოხდა გასულ ღამეს რეალურად კიევში და როგორ ჩაეშალათ რუსებს პროვოკაცია

რა მოხდა გასულ ღამეს კიევში:
რადგანაც ინფორმაციების ნიაღვარი წამოვიდა საღამოდანვე და მასში აურაცხელი რაოდენობით იყო დეზინფორმაცია – რაც რუსეთის მასშტაბით ყველა საინფორმაციო ნაგავსაყრელმა აიტაცა, ვალდებულად ჩათვალეთ თავი, დავლოდებოდით სანამ სიტუაცია დაწყნარდებოდა და გაირკვეოდა:
რუსული НТВ-ს, Первый Канал-ის და Россия 24-ის პირზე დუჟმომდგარი ბოდვა ე.წ “საკონცენტრაციო ბანაკებზე”, და რომ ვითომ ამ სახლში თურმე “ხრაბაკებს” (ასე ეძახიან კრემლის შავპირა რუპორები უკრაინელ სამხედროებს აგდებულად) აწამებდნენ – ოდნავადაც ახლოს არ არის სიმართლესთან.
🇷🇺 ამ პოსტში მოგიყვებით, როგორ მოაწყო “კერძო სასწრაფო დახმარების სამსახურმა”, სტაჟიანმა კრინინალებმა, ტიტუშკებმა და უბრალოდ დეგენერატების ბრბომ რუსეთის დაკვეთით დაინიცირებული დივერსია:
ღამით კიევის ოლქში, ბუჩას რაიონში, სოფელ პეტროპავლოვსკაია-ბორშჩაგოვკაში 100-მდე ადამიანი მივიდა კერძო სახლის შტურმით ასაღებად. ეს სახლი აღმოჩნდა უკრაინის ნაციონალური გვარდიის 3121-ე სამხედრო ნაწილის (შედის “აზოვის” კორპუსის დაქვემდებარებაში) დროებითი დისლოკაციის ოფიციალური პუნქტი.
საბაბი გახდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული “რუსული ზღაპრები” 25–40 ადამიანზე გათვლილი “საწამებელი კონვეირის” თითქოსდა 1 დაკავებულის გარდაცვალების, წამებისა და “მძიმედ დაჭრილებთან” ექიმების დაშვების სანაცვლოდ 100 ათასი გრივნის გამოძალვის შესახებ.
ადგილზე იპოვეს 18 ადამიანი: უმრავლესობა მობილიზებულები (Строковики) რომლებიც სასწავლო ცენტრებში გაგზავნამდე საბუთების გაფორმებას გადიოდნენ, ხოლო 4 – სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფების მიერ იყვნენ დაკავებულნი და აღმოაჩნდათ დაზიანებები (სხვათა შორის რუსები ასეთი შემთხვევების დროს პირდაპირ სახორცე შტურმებზე აგზავნიან დეზერტირებს, ან ადგილზე ხვრეტენ)
როგორც გაირკვა და ოფიციალურმა მედიამ იხილა, ვერ აღმოაჩინეს ვერც 25, ვერც 40 ადამიანი, ვერც გვამები და ვერც საწამებელი საკნები.
პროპაგანდისტული ჟანრის კლასიკას ჰქონდა ადგილი – გავრცელებული ამბის სათაური რეალობაზე ბევრად საშინელი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ დაიწყო ძალისმიერი შოუ:
ნიღბიანი პირების ჯგუფი ღობეზე გაძვრა, ისროდა ქვებს, კვერცხებს, იყენებდა ცრემლსადენ გაზს და ცეცხლმაქრების შიგთავსს, ობიექტის სიახლოვეს დაფიქსირდა ცეცხლსასროლი პნევმატური იარაღიდან უცნობი პირების მიერ განხორციელებული გასროლებიც. ადგილზე მივიდნენ ნაციონალური გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლექსანდრ პივნენკო, სამხედრო ომბუდსმენი ოლგა რეშეტილოვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, კიევის ოლქის პოლიციის უფროსის მოადგილე მაქსიმ ოჩერეტიანი, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს და СБУ-ს მაღალჩინოსნები.
გენერალმა პივნენკომ პირადად შეიყვანა მობილიზებულთა ნათესავები ტერიტორიაზე და აჩვენა პირობები. დათვალიერების შემდეგ, სზჩ-ის სტატუსის მქონე 4 ნაცემი მებრძოლი ნაციონალური გვარდიის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
განცხადებები წამების, სამოქალაქო პირების უკანონო დაკავებისა და დაღუპვის შესახებ რა თქმა უნდა არ დადასტურდა.
უცნაურია, არა? როცა ყვირილია საჭირო “აწამებენო” მტკიცებულება არის 0. ხოლო როცა პირობების ჩვენებაა საჭირო, რატომღაც ყველაფერი ჩანს და ყველაფერი მუშაობს.
ასევე აღსანიშნავია ის ცნობილი კადრი, სადაც 14 წლის ბავშვი შეშფოთებული სახითა და პლედმოხვეული გამოჰყავთ შენობიდან, რომელზეც რუსულმა პროპაგანდამ რა თქმა უნდა იღნავლა, რომ თურმე ბავშვებსაც აწამებსო “ბანდერელების რეჟიმი”.
ჰოდა როგორც გაირკვა ჩემო ძვირფასო მკითხველო, ეს ბავშვი ტიტუშკების ხროვასთან ერთად თანმხლები პირი აღმოჩნდა, რომელიც შეკამათების პროცესში იდგა ჭიშკრის მიმდებარედ შემაღლებულ ადგილას და ისროდა ქვებს სამართალდამცავების მიმართულებით.
აჟიტირების პროცესში ფეხი დაუცდა და ჩავარდა ძირს, მიიღო დაზიანება და რის შემდეგაც შევიდა შენობაში. ადგილზე მისულ ბუდანოვს კი დახვდა სურათი, რომ შენობაში პლედმოხვეულ-შეშფოთებული ბავშვი დაახვედრეს, რომელიც კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა აქ, აცხადებს, რომ “პაცანებთან ერთად” მოვიდა…. ეს კადრები კი რუსულმა პროპაგანდამ გაყიდა იმგვარად, რომ თითქოს ბავშვებსაც “აწამებენ უკრაინელი ნაცისტები”.
————–
ახლა კი ყველაზე გემრიელი ნაწილის დრო დადგა:
“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც თითქოსდა დაჭრილებს გადაარჩენდა – საჯარო სპიკერად გამოვიდა ქალი, რომელმაც თავი ექიმად და კერძო სამსახურ” მედ-პრესტიჟის” მფლობელად წარადგინა.
სინამდვილეში ეს არის 49 წლის ვალენტინა მოლოდაია – პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა “მოლოდა-იას” მფლობელი, რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თუმცა შპს “მედ-პრესტიჟის” საკუთრებასთან ან ხელმძღვანელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
შპს “მედ-პრესტიჟი” დარეგისტრირებულია მიკოლაივში ისრაელის მოქალაქე მიხაილ ფურმანზე და ოპერაციული საქმიანობა ჯერ კიდევ 2023 წელს შეწყვიტა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლითაც “სამედიცინო დახმარება” მივიდა, კლინიკამ კერძო პირებზე გაყიდა 2024 წელს იურიდიული ვალდებულებით – ჩამოეხსნათ ყველა ლოგოტიპი და სამედიცინო სიმბოლიკა.
ანუ, ადგილზე მივიდა ავტომობილი გაუქმებული კლინიკის ბრენდით, სპეცსიგნალებითა და ადამიანებით, რომელთაც ამ კლინიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს არ არის მედიცინა, ეს არის რეკვიზიტი და იმისათვის, რომ ამ რეკვიზიტს დამაჯერებლობა ჰქონოდა, ის წინასწარ უნდა მოემზადებინათ-. შემთხვევით კი ასეთი რაღაცები არ ჩნდება.
ქალბატონი მოლოდაიას ბიოგრაფიაც შესანიშნავად ავსებს სურათს. რეესტრების მონაცემებით, იგი პასუხისგებაში უნდა მიეცათ უკრაინის კრიმინალური კოდექსის 125-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების გამო, ხოლო წარმოება 2026 წლის ივნისში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა. მას აქვს ნასამართლობა სიმთვრალეში მართვისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლი), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისთვის (173-ე მუხლი) და სერიოზული დავალიანებები ბანკების წინაშე.
იდეალური “სიმართლის ხმა” საპროტესტო აქციისთვის, სადაც მთავარი თეზისია, რომ “სამხედროები ადამიანებს აწამებენ”.
თუ ასეთი წარსულის მქონე ადამიანი იცვლის როლურ სტატუსებს, ანუ ხან მოხალისეა, ხან სამხედრო, ხან ჟურნალისტი და არ წარადგენს “წამების” არც ერთ ვიდეოს, ან მტკიცებულებას, ეს არ არის მედიკოსი, ეს არის პროპაგანდის შემკვეთის შემსრულებელი პირდაპირი ინსტრუმენტი.
ობიექტის სამართლებრივი სტატუსიც არ ტოვებს ფანტაზიის სივრცეს. ეს არ არის “არალეგალური ციხე”, არამედ ნაციონალური გვარდიის 3121-ე სამხედრო ნაწილის დროებითი დისლოკაციის პუნქტია. ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფების დაახლოებით 80%-ს საერთოდ არ აქვს მუდმივი დისლოკაციის სტაციონარული პუნქტები შტატის გაფართოებისა და სარაკეტო საფრთხის გამო. დროებითი დისლოკაციის პუნქტი საჭიროა მობილიზებულების შეკრებისთვის, დოკუმენტების გაფორმებისა და სასწავლო ცენტრებში გაგზავნისთვის, სადაც მომზადება გრძელდება 58 დღე, პლუს 14 დღე შეთანხმებული მოქმედებებისთვის (დახვეწისთვის).
იქვე აფორმებენ სამხედრო ნაწილის დატოვების შემდეგ დაკავებულებს. ტელეფონების ჩამორთმევა კი ოპერატიული უსაფრთხოების საბაზისო მოთხოვნაა, რადგან ჩართული მობილური მოწყობილობების თავმოყრა მტერს აძლევს რადიოელექტრონულ კვალს დარტყმების განსახორციელებლად.
სწორედ ამ იდიოტიზმის დროს ლოკაციის საჯაროდ მხილებამ აიძულა ნაციონალური გვარდიის უმაღლესი სარდლობა, სასწრაფოდ შეეცვალა დისლოკაცია და განეხორციელებინა პირადი შემადგენლობის ევაკუაცია. ანუ “მებრძოლთა უფლებების დამცველები” თავიანთი შტურმითა და პირდაპირი ეთერებით ფაქტობრივად დაეხმარნენ მტერს სამიზნის მონიშვნაში.
ეს არ არის პროტესტი, ეს არის საჩუქარი რუსული დაზვერვისთვის, შეფუთული პატრიოტულ ლოზუნგებში.
ყალბი სამედიცინო ბრენდი, გაყიდული სასწრაფო დახმარების მანქანა, კრიმინალური ანამნეზისა და ვალების მქონე სპიკერი, ნიღბიანი ჯგუფი ფაერებითა და გაზით, თეზისები “სარდაფზე, წამებაზე, კონვეირზე, 100 ათას გრივნაზ3 და სიკვდილზე, საკონცენტრაციო ბანაკებზე”, რომლის მიზანია საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა და უკრაინის ნაციონალური გვარდიის პროვოცირება ძალისმიერ პასუხზე, ხომ ხვდებით მერე რამდენ რეპორტაჟს მიუძღვნიდა სკაბეევა და სალავიოვი “ნაცგვარდიის ჯალათებს”, ხოლო ოლექსანდრ პივნენკოს გამოიყვანდნენ როგორც “სისხლისმსმელ ტირანს”.
პეტროპავლოვსკაია-ბორშჩაგოვკის ინციდენტში დამნაშავეები არიან არა მხოლოდ ისინი, ვისაც ფაერები მოჰქონდა და სამხედრო ობიექტს ბლოკავდა. დამნაშავეა სისტემაც, რომელმაც დატოვა კომუნიკაციური ვაკუუმი სზჩ-ის ირგვლივ, არ განუმარტა ოჯახებს მებრძოლთა სტატუსი და მდგომარეობა და მისცა უცხო ადამიანებს უფლება, ეს ვაკუუმი სიცრუის ნაკადით შეევსოთ.
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights