რუსეთის მარცვლეულის გადაზიდვის უდიდესი კომპანიის Rusagrotrans ვაგონები ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან წუხელ გააქრეს
მას შემდეგ. რაც “გურიის მოამბემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რუსეთის მარცვლეულის გადაზიდვის უდიდესი კომპანიის Rusagrotrans ვაგონები ოზურგეთის რკინიგზის სადგურშია” – ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, რუსული კომპანიის, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების – როგორც საქართველო, ასევე უკრაინა – მიმართულებითაც ახორციელებს გადაზიდვებს – ვაგონები ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიყვანეს;
ცნობისათვის; რუსეთის მარცვლეულის გადაზიდვის უდიდესი კომპანიის Rusagrotrans ვაგონების, ოზურგეთის რკინიგზის სადგურში გამოჩენამ, ადგილობრივებში ეჭვები გააჩინა;
ფლობს და ამუშავებს 40,000-ზე მეტ სპეციალიზებულ ვაგონს.Rusagrotrans 2021 წლიდან შედის რუსული მსხვილი ვერტიკალურად ინტეგრირებული აგრარული ჰოლდინგის — დემетра-Холдинг-ის შემადგენლობაში. მისი ძირითადი სერვისია ასევე ონლაინ თვალთვალის სისტემა (Rusagrotrans Online) და მობილური აპლიკაციები;
“რუსული კომპანიის, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებითაც ახორციელებს გადაზიდვებს, საქართველოს სარკინიგზო სისტემაში ოპერირება, ვფიქრობ არის უკიდურესად საგანგაშო საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას”
ამის შესახებ, “გურიის მოამბესთან” საუბარში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ბესო ქათამაძემ, ამავე მედიასაშუალებით დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა:
“ეს არის უკიდურესად საგანგაშო საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსული კომპანია, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებითაც ახორციელებს გადაზიდვებს, საქართველოს სარკინიგზო სისტემაში ოპერირებს, ხოლო თანამედროვე სარკინიგზო ლოგისტიკური სისტემები დაკავშირებულია ტვირთების გადაადგილების მონიტორინგთან, მარშრუტებთან და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციასთან, რაზეც რუსული კომპანიის შესაძლო წვდომა ქმნის თვალთვალისა და სადაზვერვო საქმიანობის სერიოზულ
რისკებს. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოება დღეს აღარავის ადარდებს, მთავარია, ვინ როგორ მოითბობს ხელს და რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს. ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა არ შეიძლება იქცეს კერძო ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებად, მით უმეტეს, როდესაც საქმე რუსეთის შესაძლო სადაზვერვო ინტერესებს ეხება. ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე მიღებული ნებისმიერი ფინანსური სარგებელი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების საფრთხეს ქმნის!” – თქვა ქათამაძემ;








