ევროკავშირი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
x
,,არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.
ევროკომისიის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ევროკომისიის პოზიცია. ევროკომისარმა კოსმა მისი პრესკონფერენციის დროს ძალიან ნათლად თქვა: ,,საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს”.
ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ როდესაც ევროპის საბჭოს ყველა წევს უყურებ, და საქართველოს ერთ-ერთია მათგან, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში”, – ამბობს ჰერჩინსკი.
“ევროკავშირი ეფუძნება დიალოგს, დიალოგი არის ჩვენი დნმ-ის ნაწილი. ჩემს უკან თუ შეხედავთ დაინახავთ დროშებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მოლაპარაკებებს, კომპრომისებს, რომ მივაღწიოთ კონსენსუს. ბატონ ირაკლი კობახიძის მომსმენისას გუშინ ევრონიუსის ინტერვიუს დროს ვიგრძენი, რომ ეს იყო პოზიტიური. ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგს და დიალოგს. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. პრობლემა არის ის, რომ გასული წლის განმავლობაში, მმართველი პარტიამ დიალოგი სრულად ამოწურა, ყოველგვარი შინაარსი ამოიღო დიალოგისგან. უკუსვლაა დემოკრატიის წინააღმდეგ, წნეხი სამოქალაქო საზოგადოებაზე, არის წნეხი მედიაზე, მუქარაა ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე.
არის გაშავების აგიტაცია ევროკავშირის წინააღმდეგ. რას მოელით ევროკავშირისგან?! რაზე უნდა ვისაუბროთ?! თქვენ მოელით რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ილაპარაკებენ დიფ სთეითის განსაზღვრებაზე?! მართლა მოელით ამას?! გლობალური ომის პარტიაზე ვისაუბრებთ?! ეს გაშავების პროპაგანდა და აგიტაცია უნდა გაჩერდეს, რათა მივიღოთ დიალოგი” | ამბობს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ჟურნალისტებთან საუბრისას.
“მე რამდენჯერმე მკაფიოდ ვთქვი, რომ ევროკავშირი არასდროს არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს არასდროს მომხდარა და არასდროს მოხდება. რაიმე ასეთის მტკიცება ან განცხადება, ეს არის უბრალოდ ევროკავშირის გაშავების მცდელობა. ეს აღმაშფოთებელი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს, როცა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში დე ფაქტო გაჩერებულია, სწორედ ამ გაშავების ნაწილია. ჩემი მოწოდება იქნება საქართველოს პოლიტიკოსებისადმი და ასევე საქართველოს ჟურნალისტებისადმი, რომ თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში” | თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პროპაგანდისტული იმედის კითხვაზე, რომელმაც ელჩს ჰკითხა – “ხომ არ გაჩნდება და გამყარდება ეჭვი, თუ კონკრეტულ პასუხს არ მოვისმენთ, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს ძალადობრივი ქმედებების ავტორებს?
“მე რამდენჯერმე მკაფიოდ ვთქვი, რომ ევროკავშირი არასდროს არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს არასდროს მომხდარა და არასდროს მოხდება. რაიმე ასეთის მტკიცება ან განცხადება, ეს არის უბრალოდ ევროკავშირის გაშავების მცდელობა. ეს აღმაშფოთებელი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს, როცა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში დე ფაქტო გაჩერებულია, სწორედ ამ გაშავების ნაწილია. ჩემი მოწოდება იქნება საქართველოს პოლიტიკოსებისადმი და ასევე საქართველოს ჟურნალისტებისადმი, რომ თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში” | თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პროპაგანდისტული იმედის კითხვაზე, რომელმაც ელჩს ჰკითხა – “ხომ არ გაჩნდება და გამყარდება ეჭვი, თუ კონკრეტულ პასუხს არ მოვისმენთ, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს ძალადობრივი ქმედებების ავტორებს?”