გუშინ ბრიუსელში გამართულ “ევრონიუსის” მიერ ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობისას საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს “ევრონიუსის” ჟურნალისტმა, მარია ტადეომ ბევრი კრიტიკული კითხვა დაუსვა
დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტი გააკრიტიკეს. მას “მოუმზადებელი” და “მიკერძოებული” უწოდეს.
ვინ არის რეალურად ჟურნალისტი, რომელმაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ყურადღება მიიპყრო?
მარია ტადეო “ევრონიუსის” კორესპონდენტია, რომელიც ბრიუსელში მუშაობს და ევროკავშირის საკითხებს აშუქებს. მას მედიაში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
მარია ტადეო ხშირად მონაწილეობს მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებებში, სადაც მოდერაციას უწევს ისეთ მნიშვნელოვან დისკუსიებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და ბრიუსელის ეკონომიკური ფორუმის ღონისძიებები.
მან წარჩინებით (პირველი კლასის დიპლომით) დაამთავრა ლონდონის სიტის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით და ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსურ ჟურნალისტიკაში. მარია ოთხ ენაზე საუბრობს
ON.GE








