ბოლოსწინა ტურში, “ვიტ ჯორჯია 2” თან სტუმრად 0-6 განადგურების შემდეგ, ოზურგეთელებმა, სახეირო ბევრი ვერაფერი, ვერც ბოლო ტურში გაახერხეს და სახლში, “გაგრა 2″ თან უშანსოდ დამარცხდნენ 1-2; – უშანსოდ იმიტომ, რომ პრესტიჟული კინკილა, ნოდარ მაჭავარიანმა სტუმრებს 88-ე წუთზე გაუტანა ოდენ;
აღსანიშნავია, რომ ორთავე ეს გუნდი ძირითადის სარეზერვო კლუბებია და მეოთხე ლიგის მეორე ეშელონს წარმოადგენენ;
ახლა გურულებს – უკვე ადგილის შესანარჩუნებლად უწევთ ბრძოლა, რადგან კრიზისი აშკარად სახეზეა და ამ ტემპებით თუ წავალთ, 24 სექტემბერს, ქუთაისის ‘ტორპედო 2” ის ძლევაც კი არარეალური სჩანს;
20 ტურის შემდეგ, “მერცხალი”,30 ქულით, მეშვიდე ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 10 ტურით ადრე 10 ქულა აშორებს; სადაც მე-13 ადგილზე მარნეულის “ალგეთია” 20 ქულით;
რახან გასავარდნი ზონა ვახსენეთ, ბარემ აქვა ვთქვათ, რომ,აქ, ბოლო – მე-16 ადგილზე, ჩოხატაურის “ბახმაროა” – 10 ქულით;








