ბექა კობახიძე-1921 წელს მშვიდად რომ შეხვდა ოკუპაციას, ეგ ხალხი ვერაფრით იფიქრებდა, რომ რუსები 20 წელიწადში მათ შვილებს ომში გარეკავდნენ

ისტორიაში ხშირად არის, რომ მიმდინარე მომენტი გემრიელია, კომფორტულია, ზანტი და უდარდელი ცხოვრება დადგა, მაგრამ ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ სწორედ ეს მცონარე წლები ამზადებს დიდ კატასტროფას.
ადრესატთათვის ყველაზე გასაგები მაგალითი: საქართველოშიც, მაგრამ კიდევ უფრო რუსეთში, ბევრი მისტირის ბრეჟნევის წლებს. ხშირად წაიკითხავთ რუსების კომენტარებს – “ლეონიდ ილიჩმა ბედნიერი ბავშვობა გვაჩუქა…”
არაფერი ხდება, ყველაფერი ტყუილია, ვთანხმდებით რომ კორუფცია ნორმაა, სიმართლის თქმა არსად შეიძლება, საბაზისო სარჩო გვაქვს, ნაცნობ-მეგობრობით ფონს გავდივართ…
და აი ამ დროს, სწორედ ამ დროს, მზადდებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კოლაფსი და მისი საბოლოო დაშლა.
ახლა მეტყვიან, შენ აკაცუკი ხარ და ერჩი საბჭოთა კავშირსო, მაგრამ იგივეს მაგალითია მერკელის გერმანია. იაფი გაზი რუსეთიდან, გერმანული მანქანების გაყიდვა რუსულ ბაზარზე, რუსული ოლიგარქიული ინვესტიციებისთვის კარის ფართოდ გახსნა, ლტოლვილთა ნაკადებისთვის კიდევ უფრო ფართოდ გაღება, მაგრამ ამ დროს გერმანია ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს.
ლეონიდ ილიჩიც მადლიერებით ჩაასვენეს (პრინციპში ჩააგდეს, რადგან ჩასვენებისას ჩაუვარდათ) საფლავში და მერკელიც მადლობებით გააცილეს თანამდებობიდან. გავიდა ცოტა ხანი და გორბაჩოვს თავზე დაემხო ქვეყანა (თავადაც შეიტანა ამაში დიდი წვლილი), ახლა მერცს ემხობა.
ჰოდა, რატომ მოვყევი ახლა ეს ყველაფერი: ქართული ოცნების მხარდამჭერს არ ადარდებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სექტორები რუსეთზე მჭიდროდ არის მიბმული, რომ თავდაცვაზე აღარაფერი იხარჯება, რომ რუსული პოლიტიკური ფულითა და აგენტურით გაიტენა ქვეყანა, რომ “ვიღაც ნაცს” იჭერენ, რომ წესიერი ადამიანის ადგილი აღარსად დარჩა. არა, მას ეს არ ადარდებს. მას ყავს ბიძაშვილი სადღაც გამგეობაში, ამ ჭაობში ცოტა ფულს თვითონაც შოულობს, სტაბილურობამ დაისადგურა…
და, 2036 წლის პერსპექტივიდან რომ ვთქვათ, ამ დროს თურმე ქვეყანას ვკარგავდით.
1921 წელს მშვიდად რომ შეხვდა ოკუპაციას, ეგ ხალხი ვერაფრით იფიქრებდა, რომ რუსები 20 წელიწადში მათ შვილებს ომში გარეკავდნენ,
წერს ისტორიკოსი ბექა კობახიძე ფისბუკის საკუთარ გვერდზე
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights