მას შემდეგ, რაც უკრაინამ კამიკაძე დრონებით რუსეთის YANDEX-ის მონაცემთა ცენტრების მეთოდური და მასშტაბური დაბომბვები დაიწყო, კრემლს სოციალურ სივრცეებში ბოტების კრიზისი შეექმნა—-მრავალ დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო ყალბმა ინფორმაციებმა, სიძულვილის ენის გაღვივებამ, ანტიუკრაინულმა , პრორუსულმა ნარატივებმა და რადიკალიზმმა
Screenshot
ინტერნეტ სივრცეში რუსული „ბოტების ქარხნების“ აქტივობის მკვეთრმა ვარდნამ ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ ველზე შესაძლოა სერიოზული ძვრები გამოაჩინოს—-
ექსპერტებისა და ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, რუსულ მონაცემთა ცენტრებზე (კერძოდ, Yandex-ის ინფრასტრუქტურაზე) განხორციელებულმა წარმატებულმა დარტყმებმა სოციალურ ქსელებში მანიპულაციური და დესტრუქციული საინფორმაციო კამპანიები მნიშვნელოვნად შეასუსტა—-
როგორც პოლონელი პოლიტოლოგი იაროსლავ ვოლსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ე.წ. „დერუსიფიცირებულმა“ ინტერნეტმა სოციალურ მედიაში თვალსაჩინო შედეგები გამოიღო:
გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა ონლაინ სივრცეში 56%-ით შემცირდა.
იკლო როგორც „ფსევდოპოლონური“ ანგარიშების აქტივობამ, რომლებიც მიზანმიმართულად აღვივებდნენ შუღლს უკრაინელების წინააღმდეგ, ისე „ფსევდოუკრაინული“ პროფილების რაოდენობამ, რომლებიც პოლონელების პროვოცირებას ცდილობდნენ.
მკვეთრად დაეცა ამერიკული პოლიტიკური მოძრაობის (MAGA) მხარდამჭერი ტალღებიც.
ჩეხი ევროპარლამენტარი, ტომაშ ზდეხოვსკი მომხდარს კიდევ უფრო მკაცრად აფასებს და მიუთითებს, რომ კრემლის პროპაგანდისტული მექანიზმები პირდაპირ ბმაშია ევროპულ რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობასთან:
„ეს ბევრ რამეზე მეტყველებს: რუსულ მონაცემთა ცენტრებზე დარტყმები ხორციელდება და AfD-ის გარშემო ონლაინაქტივობა მოულოდნელად მკვეთრად იკლებს. რამდენი საუბარი იყო გერმანულ პატრიოტიზმზე… და შემდეგ რუსეთიდან კავშირი წყდება,“ — აცხადებს ზდეხოვსკი.
მის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკები ცხადყოფს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ციფრული ინფრასტრუქტურის შეფერხების ფონზე, სოციალურ ქსელებში მანიპულაციური აქტივობა ჯერ 30%-ით, ხოლო შემდგომში კიდევ 56%-ით დაეცა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდ რესურსს ხარჯავს მოსკოვი დასავლურ დემოკრატიებში პოლარიზაციისა და შიდა დაპირისპირებების ხელოვნურად წახალისებისთვის.