
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მცხოვრების, 27 წლის არჩილ შათირიშვლის ტრაგიკული დაღუპვის ისტორია, ადგილობრივებმა, ამ დღეებში, მაშველების მიერ სურების ტყეში ჩარჩენილი ხალხის სამაშველო ოპერაციის შემდეგ – ისევ გაიხსენეს.
რვა წლის წინ, ვანიდან ჩოხატაურისაკენ, სურების ტყით მომავალ ახალგზარდას, 27 წლის არჩილ შათირიშვილს, ძლიერი თოვის გამო გზა აებნა და ტყეში თავი მწყემსების ქოხს შეაფარა …
დახმარებისათვის ადგილობრივებმა მთავრობას და მაშველებს მიმართეს… ორდღიანი ლოდინის და არაერთი დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაცია არ განახორციელა, რის შემდეგაც ადგილობრივები თავად გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც ახალგაზრდა სტიქიას თავს აფარებდა… სამწუხაროდ, ადგილზე მისულებს, სურებელებს, თანასოფლელი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.. მათი მტკიცებით, გარდაცვალების მიზეზი ტემპერატურის ვარდნა გახდა… ახალგაზრდა გაიყინა…
სოფელში დარწმუნებულები არიან, რომ მაშველების საქმეში ჩართვით, ახალგაზრდა ახლა ცოცხალი იქნებოდა…ხელისუფლების უყურადღებობას იმით ხსნიან, რომ არჩილი არც დეპუტატი იყო და არც თანამდებობის პირი, ერთი უბრალო ახალგაზრდა, მთავრობის გაგებით კი “უპატრონო”…
“როგორც ყველასათვის ცნობილია ამ ორიოდე დღის წინ სურების ტყეში ჩარჩენილი …ჰესის კომპანიის დავალების შესასრულებლად წასული ხალხი გამოიყვანეს მაშველებმა. ამ ოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენიც…
ასევე ყველამ ვიცით რომ ვერტმფრენით გადაიყვანეს გასულ წელს,როცა დიდთოვლობის გამო გზა ჩაკეტილი იყო… სოფლის გამგებელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო და გადაარჩინეს…ღმერთმა კარგად და ჯანმრთელად ამყოფოს…
მართლაც დიდი გმირობაა თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა …მადლობა ორივე სიტუაციაში მყოფი ვერტმფრენის ეკიპაჟს…და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კარგ საქმეში…
მაგრამ სადიყო ვერტმფრენი მაშინ როცა რამდენიმე წლის წინ უამინდობის და დიდთოვლობის გამო ისევ სურების ტყეში… ერთი უბრალო სურებელი ბიჭი, 27 წლის აჩიკო შათირიშვილი საკვბის და ცეცხლის გარეშე დანგრეულ კარავში 2 დღე და ღამე გაუსაძლის ყინვაში სიკვდილს ებრძოდა…როცა ოჯახი და ახლობლები დაჟინებით ვითხოვდით დახმარებას…
….აჩიკო არ იყო არც ჰესების და რომელიმე სხვა კომპანიის წარმომადგენელი, არც დეპუტატი და არც მერი…ვერტმფრენიც არ გამოუშვეს და ბიჭი სასიკვდილოდ გაწირეს..
მეზიზღება ისეთი სამყარო სადაც ასეთი სამართალია გამეფებული” – წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ჩოხატაურში მოღვაწე, ცნობილი გარემოსდამცველი, იაკობ შათირიშვილი;
“…აქ ყველამ იცის რომ ეს ასე იყო…ყველამ…ვერტმფრენი რომ გამოეშვათ იმ ბიჭს აუცილებლად გადაარჩენდნენ. მთელი დღე არ წყდებოდა ზარები, ყველაფერს ვიღონებთო გვაიმედებდნენ… საღამოს კი, როცა უკვე აჩიკოს გადარჩენის ამბავს ველოდით…დარეკეს რომ დღეს ვერ მოხერხდა დახმარებაო…
მეორე დღეს, ადრე დილით, ფეხით წავედით იმ მთაზე ადგილობრივები, 2 მეტრ თოვლში საღამომდე მოუნდით იქ ასვლას…და ვერ მივუსწარით ცოცხალს, იმ ღამით საშინელი ყინვა იყო ,,,გაყინულიყო საწყალი…უცეცხლოდ მშიერი…”
იხსენებს, რა ორი წლის წინ, სურებში დატრიალებულ ტრაგედიას, “გურიის მოამბესთან” კომენტარში, შათირიშვილი;
“ვანიდან წამოვიდა, სოფლ ყუმურიდან,დარჩა ღამით კარავში, ვანის და სურების გამყოფ ქედზე კარავია, დილით უკვე თოვლი იყო, ვერ წამოვიდა თან საშინელი ამინდიც იყო. არ ქონდა ტელეფონი, არც საჭმელი, ვერც ცეცხლი დაენთო. გავიგეთ საღამოს რომ წამოსული იყო იქედან, როგორც კი გათენდა ყველგან დავრეკეთ …მე თვითონ დავრეკე 112 ზე. დილას უკვე თოვა შეწყდა …მზე გამოვიდა… არანაირად არ გაუჭირდებოდა ვერტმფრენს იქ მისვლა…მთელი დღე რეკავდნენ ჩოხატაურის სამაშველოდან. პოლიციიდან…დაღამდა და დარეკეს დღეს არ მოხერხდაო…
მეორე დილით ადგილობრივები რომ წავედით, ვანის სამაშველოდან გვირეკავდნენ, უკან დაბრუნდითო…მაინც ვერ ახვალთ იქ ამხელა თოვლშიო…
უფრო კი რცხვენოთათ, ალბათ, თვითონ რომ ვერ შეძლეს ასვლა და ჩვენ მივდიოდით…არ აწყობდათ,
15 კაცი ვიყავით…თითო მხოლოდ 4 ან 5 მეტრს ვკვალავდით თოვლს ასე ვეცვლებოდით და საღამოს ავედით ….
წინ დღინდელი კვალიც ვნახეთ, თოვამ რომ გადაიღო, მერე გარედ გამოსულიყო კარავიდან …კვალში ჩანათოვი არ იყო..,იმ დღეს რომ ვერტმფრენი გაეშვათ აუცილებლად გადაარჩენდნენ, 2 ღამე და 2 დღე ცოცხალი იყო…” – იხსენებს მომხდარს იაკობი;