ჩოხატაურის მერია – კომპანია დაზიანებული კედლის აღსადგენად საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს

ჩოხატაურის მერია, “გურიის მოამბეში. დღეს დილით გასულ კრიტიკულ მასალას პასუხობს:
“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სოფელ ამაღლებაში, ბიკნარას ღელეზე არსებული საავტომობილო ხიდის მდგომარეობას ეხება, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ ხიდის რეაბილიტაციასთნ დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, აღნიშნული ხიდის აღსადგენად უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.
კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული სარეგულაციო კედლის აღსადგენად საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს, მათ შორის, ახორციელებს არსებული ბეტონის ბლოკების დემონტაჟს. ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყობა ახალი რკინაბეტონის სარეგულაციო კედელი.
მოსახლეობის უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და მის უზრუნველსაყოფად მიღებულია შესაბამისი ზომები”
“გურიის მოამბემ” დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ

ჩოხატაურში მოვიდა სამშენებლო კომპანია საღსალამათი ხიდი მოარღვია და წავიდა-რას გვწერენ სოფლიდან

ეს კადრები დღევანდელია. ესაა შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფ. ამაღლება-სამებას (2 სოფელი) აკავშირებს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზასთან.
რამდენიმე დღის წინ, მოვიდა სამშენებლო კომპანია, რომელმაც სრულიად საღსალამათი ხიდი მოარღვია და ასეთ მორღვეულ და გაპარტახებულ მდგომარეობაში დატოვა. არც რაიმე გამაფრთხილებელი და უსაფრთხოების ნიშნები არ არსებობს პერიმეტრზე. მანქანები ძლივს გადის ხიდზე. ღამით კი ფეხით მოსიარულისთვისაა ასევე საფრთხის შემცველი… აი “ქოცურად” გაკეთებული საქმე;
ეს შეტყობინება “გურიის მოამბეს” რედაქციამ, ვიდეო და ფოტომასალასთან ერთად, დღეს მიიღო;
წერილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებიდან მივიღეთ;
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, დაგვიკავშირდნენ სოფლიდან და გვაცნობეს, რომ სტატიამ შედეგი გამოიღო და მსენებარე კომპანიამ, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით დამატებითი ზომები მიიღო-კერძოდ დამონტაჟდა ბორდიურები;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights