“საქართველო შევიდა მსოფლიოს იმ “ელიტურ” კლუბში, სადაც უსაქმური დეპუტატები პენსიონერების ხარჯზე ცხოვრობენ”

საქართველო შევიდა მსოფლიოს იმ “ელიტურ” კლუბში, სადაც უსაქმური დეპუტატები პენსიონერების ხარჯზე პარაზიტირებენ.
მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც პარლამენტის წევრის ხელფასი 30-ჯერ და მეტად აღემატება ქვეყნის მოქალაქეთა საშუალო პენსიას. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა.
ევროპაში, ამერიკასა და აზიაში (ერთი გამონაკლისის გარდა) მსგავსი ქვეყნები არ არსებობს-მხოლოდ აფრიკის ღარიბ, ავტორიტარულ სახელმწიფოებშია ასეთი თანაფარდობა.
საქართველოში მომავალი წლიდან საშუალო პენსია დაახლოებით 415 ლარი იქნება. ეს რიცხვი მიიღება 70 წლამდე, 70 წლის ზემოთ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების საპენსიო განაკვეთებიდან საშუალოს გამოთვლის გზით.
საქართველოში რიგითი დეპუტატის ხელფასი საშუალო პენსიას დაახლოებით 33-ჯერ აღემატება (თანამდებობის მქონე დეპუტატების — 37-ჯერ).
ვნახოთ, რომელ ქვეყნებშია ეს სხვაობა 30-ჯერ და მეტი:
-კენია, უგანდა, ზიმბაბვე, ანგოლა – 40-ჯერ
-ნიგერია – 50-ჯერ
-ინდოეთი – 80-ჯერ
-კონგო – 100-ჯერ
ესაა და ეს.
ევროპაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5–6-ის ტოლია.
„ოცნების“ ხელისუფლების მმართველობა რომ აფრიკულ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსგავსება ერთი ბელადის მეთაურობით, ბევრ რამეში ვლინდება. პენსიებთან დაკავშირებული ეს მეტად თვალშისაცემი და მრავლისმეტყველი ფაქტიც ამის ერთ-ერთი ნიშანია.
კორუმპირებული რეჟიმები პატივს არ სცემენ ადამიანის ღირსებას-განსაკუთრებით მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და უმცირესობებს. ეს ისეთი მარკერია, რაც „ოცნებას“, როგორც იტყვიან, ზედ აკვდება.
„ოცნებაც“ მოკვდება (პოლიტიკურად), მაგრამ მათ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებას კარგა ხანი დასჭირდება
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights