“Gocha Janashia, რაია, გოჩა, ეს! ეს საუნჯე კაცი რეიზა წაგვართვით?მაგი იგია ხომ, სახლში რომ არ ვარგოდა და ლანჩხუთში რომ გარბოდა?
ისე სკოლები და ბაღები ქე უუშენებია ლანჩხუთში!
ჩოხატაურში პირველი საშუალო რომ დაანგრიეს, იმ ბლოკებით ააშენებდა ლანჩხუთში ბაღებს – კეთილი კაცია მაგი და ნაღდად მასთე იზამდა.”
ამ სიტყვებით, ჩოხატაურის ოპოზიციის ლიდერმა, “ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნუგზარ ჩხიკვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატს, გოჩა ჯანაშიას, რომელიც ლანჩხუთში ასევე “ლელოს’ ლიდერია, მიმართა.
ჩხიკვაძე, ამ ფორმით, ჩოხატაურელი, ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ “არჩევას” გამოეხმაურა;








