საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „გურიის მოამბის“, ასევე მისი მფლობელის ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ.
ამ ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს;
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.
„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემს შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას.
საქმეში სახეზეა ცილისწამების ნიშნები. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩემს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და მიზნად ისახავს კანონიერი ინტერესების დაზიანებას.
დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. მოთხოვნაა – გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისათვი გთავაზობთ იმ ინფორმაციებს, რომელიც “გურიის მოამბემ” ამ თემასთან დაკავსირებით გაავრცელა;
განათლების მინისტრმა საკუთარი სახლის მშენებლობა საბავშვო ბაღში დაიწყო
ადგილობრივების ინფორმაციით,ლანჩხუთის ერთ ერთ სოფელში, საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვერ განაახლა, რომ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, ამ სოფლის ბაღის შენობაში საცხოვრებელ სახლს იშენებს;
ამ ტერიტორიაზე კი დაწყებითი სკოლაც იყო… ისიც თავისთავად აღარ ფუნქციონირებს…
მომხდარზე ინფორმაციას, აგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, კახა ასკურავა ავრცელებს;
როგორც სოფელ არჩეულიდან გვატყობინებენ, განათლების მინისტრს, მშობლიურ ლანჩხუთში, სოფელ არჩეულში სახლის მშენებლობა დაუწყია;
ეს არ არის მთავარი; ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეა ბოლო ბოლო და რა მოხდა თუ თავის მშობლიურ სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის მეზობლად სახლს აიშენებს..
მაგრამ.. სახლს მინისტრი აშენებს სოფლის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ არც ესაა მთავარი..
სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც ადგილობრივები გვიმტკიცებენ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე-რომელიც ადგა და … პირდაპირ მიისაკუთრა… ეტყობა ლანჩხუთის მერმა უთხრა:”შენ “ლიშბი” დეიწყე და “ზაბუთებს” გზაში დაგაწევო…”
ამ დროს სოფელში საბავშვო ბაღღმა, ისევე როგორც სკოლამ, ფუქნციონირება,შეწყვიტა და ბავშვები მშობლებს მეზობელ სოფლებში დაჰყავთ…
მომხდარს ადგილობრივი ოპოზიციის ლიერი, კახა ასკურავა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს:
“ეს ვიდეო ჩემთვის სრულიად უცხო პირმა ჩამიგდო და როგორც გავარკვიე,იმ ახალი სახლის მშენებლობა რომელიც ჩანს კადრში, გივი მიქანაძეს წამოუწყია სოფ.არჩეულში,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
“სოფელ არჩეულში, გივი მიქანაძის საკუთრებაში არსებული მიწის 2 ნაკვეთისა და შემდეგ გაერთიანებული ფართის ამონაწერები და საკადასტრო გეგმა
აღნიშნულ აუქციონს წინ უსწრებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფა. ანუ ცალკე ნაკვეთებად დარეგისტრირდა 613 კვ.მ., რომელიც, როგორც ვთქვით, გივი მიქანაძის საკუთრება გახდა და 995 კვ.მ., რომელიც 2025 წლის თებერვლის თვეში 3 ნაწილად გაიყო _ 339 კვ.მ., 92 კვ.მ. და 369 კვ.მ. ნაკვეთებად.
ოღონდ გაყოფისას, 613 კვ.მ.-ის მისამართად სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშელაშვილის ქ.#22-ია მითითებული, ხოლო თავიდან 995 კვ.მ-ზე და შემდეგ სამივე დაყოფილ ფართზე _ სოფელი ნიგვზიანი. ცნობისთვის: არჩეული ნიგვზიანის თემის შემადგენლობაშია.
როგორც ჩანს, მაღალჩინოსნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა 613 კვ.მ. და სამად გაყოფილი მიწის ნაკვეთიდან ყველაზე დიდი (369 კვ.მ.) ისევ უპირობო აუქციონის წესით მიიღო (აქაც უცნობია სიმბოლურ თანხად თუ სახელმწიფო ტარიფის შესაბამისად) და 2025 წლის 21 მაისს დაირეგისტრირა.
2026 წლის 19 მარტს კი, გივი მიქანაძემ საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის (613 კვ.მ. და 369კვ.მ.) გაერთიანება მოახდინა და ჯამში 982 კვ.მ. დაირეგისრტრირა. ამჯერად სრული ფართის მისამართად მინიშნებულია: სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშლაშვილის ქ.#22.
მართალია, დანამდვილებით თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ მშენებლობა იმ 982 კვ.მ.-ზე მიმდინარეობს, რომელიც მაღალჩინოსნის საკუთრებაშია.
მისი ნაკვეთი ყოფილი სკოლის ეზოს მომიჯნავედ ნამდვილად მდებარეობს და როგორც წყარო გვეუბება, სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეძენილი ფართის ნაწილი მაინც ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორია იყო. თავის დროზე, დაწყებითი სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ ეზოში ფუნქციონირებდა.
„გურია თუდეიმ“ გივი მიქანაძეს კითხვები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პიარის საშუალებით გაუგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე.
კერძოდ, გვაინტერესებს, მშენებლობა მიმდინარეობს თუ არა საკუთრებაში არსებულ ფართზე და ხომ არ სცდება მას?
ასევე გვაქვს 2 კითხვა, რომლის შინაარსიც არ მოიცავს რაიმე გადაცდომას, მაგრამ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს: ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს სიმბოლურ ფასად გადაეცა თუ შეიძინა ზემონახსენები ნაკვეთ(ებ)ი და არის თუ არა ეს ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორია?
თუ გივი მიქანაძე ამ საკითხზე გამოგვეხმაურება და კომენტარს გააკეთებს, სტატია განახლდება.”
განათლების მინისტრი “გურიის მოამბეს” სასამართლოში უჩივის და მორსლური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს~
ოქტომბერი 3, 2026
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.
„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემს შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას.
საქმეში სახეზეა ცილისწამების ნიშნები. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩემს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და მიზნად ისახავს კანონიერი ინტერესების დაზიანებას.
დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. მოთხოვნაა – გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ ადგილზე, სადაც 35 წლის წინ საბავშვო ბაღი იყო. სოფელში დღეს არც სკოლაა და არც ბაღი
გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ ადგილზე, სადაც 35 წლის წინ საბავშვო ბაღი იყო. სოფელში დღეს არც სკოლაა და არც ბაღი
ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში აგარაკის მშენებლობასთან დაკავშირებით, კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის ხმაურს არ შეუშინდა და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა.
ინფორმაცია, ამის შესახებ, ცნობილი, საჯარო რეესტრში, ამ უკანასკნელის მიერ შეტანილი განცხადებებიდან ხდება ცნობილი;
2026 წლის 4 სექტემბერს, საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ განათლების მინისტრი ახლა უკვე სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული ქონების, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს.
რა მოხდა აქამდე?
2024 წელს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1608 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2 ნაწილად გაიყო და აქედან ერთი (613 კვ.მ.) მინისტრმა აუქციონის შედეგად შეიძინა, ხოლო მის ღირებულებად, ქონებრივ დეკლარაციაში 8400 ლარი აქვს მითითებული.
2025 წლის თებერვალში, დარჩენილი 995 კვ.მ. სამად გაიყო _ 369 კვ.მ., 339 კვ.მ. და 92 კვ.მ. ნაწილებად. გაურკვეველია, სად „დაიკარგა“ დანარჩენი 195 კვ.მ. ფართი. მით უმეტეს, ახალი ნახაზი 995 კვ.მ.-ზე გაკეთდა, რაც გამორიცხავს, რომ დაზუსტებისას ფართი ნაკლები აღმოჩნდა.
2025 წლის მაისში, მიწის გაყოფისას, დარეგისტრირებული ყველაზე დიდი ნაკვეთი (369 კვ.მ.) მიქანაძემ უკვე გარიგების საფუძველზე, 5 000 ლარად შეიძინა. დეკლარაციაში შეძენის ფორმად ისევ აუქციონი მიუთითა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში აუქციონი ნახსენები არაა. შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი მიყიდვის ფორმა.
2026 წლის 17 მარტს, მაღალჩინოსანმა საკუთრებაში არსებული ორივე ფართის გააერთიანების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც სტანდარტული, 4-დღიანი ვადა არ გამოიყენა და 19 მარტს, მას 982 კვ.მ. დაურეგისტრირა.
შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა 2 ნაკვეთი _ 339 კვ.მ. და 92 კვ.მ. აქედან უფრო დიდ ფართზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 და 2025 წლებში გამოცემულ ბრძანებებს 2026 წლის 22 ივლისით დათარიღებულიც დაუმატა და სწორედ ეს სამი ბრძანებაა საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებული.

თუნუქის სახურავიანი შენობა გაუქმებული სკოლაა. მისგან მარცხნივ, დაბლარული სახით, გივი მიქანაძის სახელზე უკვე გაერთიანებული 982 კვ.მ. ფართია, კიდევ მარცხნივ წითელ და მწვანე ხაზებში მოქცეული ის 500 კვ.მ.-ია, რომლის საკუთრებაში დარეგისტრირების პროცესი ახლა მიმდინარეობს, დაბლარულის ზედა მხარეს, ვიწრო ზოლი, წითელ ხაზებში 92 კვ.მ.-ია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა.
როგორც ირკვევა, 339 კვ.მ. ნაკვეთზე ქონების სააგენტომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, წარუდგინა ახალი ბრძანება და დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, რის შემდეგაც დაარეგისტრირა გაზრდილი ფართი, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე [161 კვ.მ.-ით გაზრდა, სავარაუდოდ, ე.წ. „შეტეხილი“ ფართის ხარჯზე მოხდა, რომელიც თავის დროზე 1608 კვ.მ.-ში არ შედიოდა _ იხილე ქვედა ილუსტრაცია].
სწორედ აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების მოთხოვნა აქვს გაკეთებული მინისტრს და საბოლოოდ, მის საკუთრებაში იქნება 1482 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ბოლო ნაკვეთს რა ფასად შეიძენს, ამას გაისად შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვნახავთ.
ახლა რეალურად ძველი ნაკვეთიდან დარჩენილია 92 კვ.მ., რომელიც დღევანდელი 982 კვ.მ. ნაკვეთს მთელ სიგანეზე, წვრილ ზოლად გასდევს. ის იმდენად მცირეა, ვერ გასხვისდება და შესაბამისად, მინისტრმა რომც არ შეიძინოს, მის ფართს ხელს ვერ შეუშლის.
რა გამოდის? გივი მიქანაძეს არჩეულში 1482 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესაძენად რთული გზა აირჩია. მან თავიდან არსებული 1608 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 92% ორჯერ დანაწილების შემდეგ 3 ნაკვეთად შეიძინა.
ასევე მინისტრმა სამი ნაკვეთის შესაძენად სხვადასხვა გზა აირჩია: საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე, აუქციონის წესი და სავარაუდოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმა.
სად შენდება მინისტრის აგარაკი და არის თუ არა სოფელში სკოლა და საბავშვო ბაღი, რის „გარკვევაშიც“ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაახლოებით ერთი თვის წინ, “გურიის მოამბემ’ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვიტაც განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, მშობლიურ სოფელ არჩეულის საბავსვო ბაღის ტერიტორიაზე ტავის აგარაკს ისენებდა;
მოგვიანებით, ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ, 17 აგვისტოს, სოციალურ ქსელში იგივე დაწერა, რომ გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში აგარაკს იშენებდა. მან მინისტრს მშობლიურ კუთხეში „დაბრუნების“ სურვილი შეუქო, თუმცა იქვე გააკრიტიკა _ რამდენიმე წლის წინ, სოფელში სკოლა რომ გააუქმეს და არც საბავშვო ბაღი არსებობს, ამითაც დაინტერესდითო.
მალევე მან „დააზუსტა“, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სახლს თურმე ყოფილი საბავშვო ბაღის ადგილზე იშენებსო.
მართალია, ოპოზიციონერს ეს არ უთქვამს, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, რომ შესაძლოა, მინისტრის აგარაკის მიწისთვის დაიხურა ბაღი. რეალურად, საბავშვო ბაღი, მინიმუმ 35 წელია, არ ფუნქციონირებს.
განათლების მინისტრმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ინფორმაცია უარყო და “გურიის მოამბეს” სასამართლოში ჩივლობით დაემუქრა.
თუმცა, მოგვიანებით, როცა რედაქციამ მტკიცებულებები დადო (სატელიტური ფოტოები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან), საიდანაც დასტურდებოდა, რომ განათკების მინისტრი საკუტარ აგარაკს ნამდვილად სოფლის საბავშვო ბაღი ტერიტორიაზე, იქ სადაც არე საბავშვო ბაღის შენობა იყო, იშენებს, მიქანაძეც “გაქრა”.
შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მან არ იცოდა და სავარაუდოდ, მოგვიანებით გაიგო _ მისი აგარაკი ნამდვილად ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შენდება.

წითელი კონტური ძველი ნაკვეთისაა, სადაც საბავშვო ბაღის ერთსართულიანი შენობა იყო განთავსებული, რომელიც მარჯვენა მხარეს შავი ხაზებითაა მითითებული 2018 წლის ამონაწერში. ცისფერი წყვეტილი ხაზებით გივი მიქანაძის მიერ სხვადასხვა დროს ნაყიდი სამი ნაწილია _ 613 კვ.მ., 369 კვ.მ. და 500 კვ.მ., რომელიც 369 კვ.მ. იყო, მაგრამ „შეტეხილი“ ადგილის (შესამჩნევია წითელი ხაზებით) დამატებით შეივსო. მწვანე წყვეტილი ხაზით 92 კვ.მ. ფართია, რომელიც უკვე გაერთიანებულ 613 კვ.მ.-სა და 369 კვ.მ.-ს მთელ სიგრძეზე გასდევს და გზას ესაზღვრება
„გურიის მოამბეს-ის ადგილობრივები უყვებიან, რომ არჩეულში, ახლა უკვე გაუქმებული სკოლის ტერიტორიაზე კოლმეურნეობა ფუნქციონირებდა. 1979 წელს, შენობის მეორე სართულზე საბავშვო ბაღი განთავსდა, მაგრამ რადგან ფართი საკმარისი არ იყო, გვერდით აშენებულ ერთსართულიან შენობაში გადანაწილდა. ეს კი ის ადგილია, რომელიც ახლა მაღალჩინოსნის საკუთრებაა.
არჩეულში მდებარე სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას „ნიგვზიანის ბაღის“ სახელი ჰქონდა და ავტობუსებით ბავშვები იქ მიმდებარე სოფლებიდანაც (ნიგვზიანი, ნინოშვილი, ხაჯალია) მიჰყავდათ. ხოლო კონკრეტულად ნიგვზიანში მაშინ არსებული მცირე ტიპის საბავშვო ბაღი მხოლოდ ჩაის ფაბრიკის თანამშრომელთა შვილებს ემსახურებოდა.
როგორც სოფელში გვიყვებიან, საბავშვო ბაღი განათლების სამინისტროს ბალანსზე იყო და ერთსართულიან შენობაში, სააღმზრდელო პროცესთან ერთად, საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა.
დაახლოებით, 1990-95 წლების შუალედში ბაღი დაიხურა, ხოლო 1995 წელს, კოლმეურნეობის შენობაში დაწყებითი სკოლა განთავსდა. რამდენიმე წელია, სკოლაც დაიხურა.
ადგილობრივთა მონათხრობით, ერთსართულიანი შენობის დაშლა დახურვიდან მალევე დაიწყო. ბოლოს, 2018 წლის ამონაწერშია დაფიქსირებული შენობა #1 (დანგრეული).
მას შემდეგ კი, ოფიციალურ დოკუმენტებში, საბავშვო ბაღის ნაკვალევი აღარ ჩანს და მინისტრმა ცარიელი ადგილი შეიძინა.
არჩეულში დღეს არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი. ხელისუფლების განცხადება, რომ „საბავშვო ბაღი იქ აშენდა, სადაც იყო“ და „სოფელში ბაღიც არის და სკოლაც“, სავარაუდოდ, გულისხმობს ნიგვზიანის ტერიტორიულ ორგანოს, რომლის შემადგენლობაშიცაა არჩეული, თუმცა იგი ცალკე სოფელია.

ზემოთ რეალური ამჟამინდელი ფოტო: მარცხნივ _ სკოლის შენობა, მარჯვნივ მინისტრის აგარაკი (მწვანე ღობით); ქვემოთ, ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით, AI-ის მიერ გენერირებული ილუსტრაცია _ ძველი სკოლისა და ბაღის სავარაუდო იერსახე
აქვე აღსანიშნავია, რომ ბავშვების სიმცირის გამო, სრულად დატვირთული არაა ახალაშენებული ბაღი ნიგვზიანში, რომელიც მთლიან თემს ემსახურება და რამდენად საჭიროა სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება არჩეულში, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
რაც შეეხება დაწყებით სკოლას, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და პედაგოგების ნაწილი თვლის, რომ 2023 წელს მისი გაუქმება უკანონოდ და მიზანმიმართულად მოხდა.
სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე ამბობს, რომ „არჩეულის კორპუსი“, სადაც დაწყებითი კლასები იყო განთავსებული, შენობის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაიხურა.
იგი მინისტრს სოფელში სახლის აშენებას უწონებს და თვლის, რომ ეს მისაბაძი მაგალითია, რაც სოფლების დაცლას ხელს შეუშლისო.
„სკოლის კუთვნილ ტერიტორიას და მით უმეტეს, სკოლის შენობას არავინ შეხებია“ _ წერს დირექტორი ერთ-ერთ კომენტარში, თუმცა გივი მიქანაძისთვის არავის დაუბრალებია, რომ აგარაკს სკოლის ტერიტორიაზე იშენებს, ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასეთი განცხადება არ გაკეთებულა.








