ოზურგეთელმა მოჭიდავემ, იური ლომაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
ვულოცავთ ოზურგეთის ჭიდაობის სკოლას მორიგ წარმატებას;
წუხელ, 72 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ლომაძემ უკრაინელი ფარვიზ ნასიბოვი ანგარიშით 7:4 დაამარცხა;
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს საქართველოს ნაკრებისათვის მეორე მედალია;
ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და იური ლომაძე (72 კგ)
ცნობისათვის; იური ლომაძემ ნახევარფინალი უნგრელ მოჭიდავესთან, მწვრთნელის, გეგეშიზის შეცდომის გამო წააგო, რომელმაც არასაჭირო ჩელენჯი მოითხოვა, რის გამოც ლომაძის მეტოქეს ერთი საჯარიმო ქულა დაემატა, რამაც განაპირობა კიდევ ოზურგეთელი სპორტსმენის მარცხი;








