“გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების საფინანსო სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ, მუნიციპალური ბიუჯეტების შესრულება და 2027 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი განიხილეს.
„2026 წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები და დინამიკა თვითმმართველობებს დაეხმარება მომდევნო წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სწორად დაგეგმვაში. ბიუჯეტირების პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები და მასში ასახული სხვადასხვა პროგრამის დაფინანსება პასუხობდეს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების ლიდერებთან შეხვედრისას”.
ერთი შეხედვით ეს უწყინარი, ახალი ამბავი, რომელსაც გურიის გუბერნიის საინფორმაციო სამსახური გვთავაზობს, ბევრ რამეზე მეტყველებს და დააფიქრებს მოქალაქეს;
პირველი ის, რომ გუბერნატორი, პრემიერ მინისტრის დანიშნული სახელმწიფო მოხელე, ასე უტიფრად, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე – საკუთარ კაბინეტში იბარებს, ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოების ხელმძღვანელებსა და მერებს, და უკითხავს ლექციებს, ანუ საკუთარ თავს უფლებას აძლევს, მიუთითოს თვითმმართველობებს როდის რა და როგორ გააკეთონ.
სხვა საქმეა მთელი რიგი პროექტების განხორციელებისას და აქტივობებისას, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, გუბერნატორს, მოქმედი კანონმდებლობით აქვს უფლებები, მონიტორინგისა და ასე შემდეგ, მაგრამ დაიბარო თვითმმართველობების ლიდერები და მათ მიუთითო როგორ იმუშაონ, თუნდაც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში – ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ქვეყანაში “რაღაცა უკვე ბოლომდე დალპა და ყარს”.
მეორე და თვალშისაცემი ამ უდღეური ახალი ამბიდან ისაა, რომ “ქართული ოცნება” არსებით, მენტალურად, და ცხოვრების წესითაც კი “ბრეჟნევის ეპოქაში” გვაბრუნებს.. სადაც ძირითადად სიყალბესა და მოჩვენებითობაზე კეთდებოდა აქცენტი…
მესამე და ასევე აღსანიშნავი ისაა, რომ… თვითმმართველობების ლიდერებიო, ავღნიშნეთ ზემოთ.. სინამდვილეში პრობლემაც ისაა, რომ არავითარი ლიდერი თვითმმართველობებს დღეს არ ყავს და მუნიციპალიტეტის “ხელმძღვანელი “ამხანაგების რიგები” – ნათესავ მეგობრებისა და სუსის “შავ-თეთრი სიებიდან” გამოძერწილი თაობაა…
მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე და ასე შემდეგ, კი მოდის პირველიდან, მეორედან და მესამედან….
ეს უწყინარი “ახალი ამბავი”, რომ კარგად დავიწყებული ძველია-რომ არავითარი თვითმმართველობები არ არსებობს დღეს საქართველოში და გურიაში და ამასთან შედარებით მეფის რუსეთის დროინდელი ქალაქის თავიც კი, მაგალითად ვასილ ხუნდაძე, რომელიც ბენია ჩხიკვივილმა და მისმა მეგობრებმა ჩამოაგდეს 1905 წელს და გურიის რესპუბლიკა დაარსეს, მოქმედი მერის მოვალეობის შემსრულებლის, გია ანთაძის დიდი ბაბუა, ამ, მის შთამომავალთან შედარებით ბისმარკი იყო და ხუნდაძე არათუ “ჟღვინტიან” გუბერნატორთან არ “არბოდა” ამბის საკითხავად “საჭირო ოთახში” თუ შეიძლება გასვლაო-მაშინდელი მეფისნაცვალიც კი “ეკიდა” და თანაც მაგრად;








