მიხეილ სააკაშვილი – მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ საქართველოს იმისთვის, რომ უფრო მეტად ვერ შევეწინააღმდეგე ამ ეროვნული კატასტროფის დადგომას

“ბევრმა ადამიანმა ვინც თავის დროზე საქართველოს დამღუპველ ოცნებას დაუჭირა მხარი, არამხოლოდ გაიაზრა შეცდომა, არამედ ღიად იხდის ბოდიშს ამისთვის.
ისინი იხდიან ბოდიშს ივანიშვილის მოყვანისთვის და მე, მიხეილ სააკაშვილმა, მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ საქართველოს იმისთვის, რომ უფრო მეტად ვერ შევეწინააღმდეგე ამ ეროვნული კატასტროფის დადგომას.
საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ და ერთიანი ძალებით დავიხსნათ საქართველო”
წერს პატიმრობში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სამოქალაქო აქტივისტისა და სოციალური მედიის ერთ ერთ ლიდერის, თორნიკე რაზმაძის პოსტს ეხმაურება, რომელსაც ასევე გთავაზობთ სრულად”
“2012 წელს, როდესაც მოდულის შენობასთან (დღევანდელი სუსი) ე.წ. ციხის კადრებს ვაპროტესტებდი, ვერ წარმომედგინა, რომ ამით ხელს შევუწყობდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოღალატეების და მოძალადეების ხელისუფლებაში მოსვლას.
მაშინ 21 წლის სტუდენტი ვიყავი და ვერ ვხედავდი რეალურად ვინ მოდიოდა იმ ხელისუფლების ნაცვლად, რომლის შეცვლაც გულწრფელად მინდოდა. ამის შემდეგ მუდმივად ვიბრძვი, რომ ჩემი შეცდომა საკუთარ თავთან და ჩემს სამშობლოსთან ოდნავ მაინც გამოვასწორო. ვიბრძვი საყდრისის აქციებიდან მოყოლებული, ვიბრძვი ყველა იმ რესურსით, რაც ერთ რიგით ადამიანს გააჩნია, მაგრამ ჯერ ვერ შევძელი სინდისის დამშვიდება.
მიუხედავად იმისა, რომ ახლაც მჯერა, მაშინ ხელისუფლების შეცვლის დრო იყო, რომ მცოდნოდა ქართული ოცნება ამდენ ბოროტებას ჩაიდენდა, მათ შორის ახალ ციხის კადრებს მოვესწრებოდი, ნამდვილად არ ვიქნებოდი სტუდენტური აქციების სათავეში.
ბევრი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მაშინ აქციებზე ვიდექი დღესაც პროტესტშია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თბილ სკამებზე დასხდნენ და დღეს ტროლ-ბოტების ბინძურ ქარხნებს ამუშავებენ: აღმოჩნდა, რომ სამართლიანობისთვის კი არა, საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ.
ბოდიშს ვუხდი ჩვენს ქვეყანას და ხალხს, იმის გამო, რომ ჩემს ახალგაზრულ, გულწრფელ ემოციებს ავყევი და საქართველოს დაზიანებას თუნდაც მცირედით შევუწყვე ხელი. ამის გამოსასწორებლად მე ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ” დაწერა თორნიკე რაზმაძემ, ფეისბუკში;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights