სა
ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ დღეებში, Toyota LC300 3.5P Hybrid პაკეტი SE მარკის 260 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანა შეიძინა
ამის შესახებ ინფორმაცია, “გურიის მოამბესათვის” — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, მერაბ ჯოჯუას და ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, გენერალური დერექტორის, მარიამ მელიაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი;
,ხელშეკრულება, რომლის რირებულება 260 ათასი ლარია, მიმდინარე წლის 29 სექტემბერსაა გაფორმებული და ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ვალდებულებას კისრულობს, Toyota LC300 3.5P Hybrid საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ 60 დღეში, ანუ 29 ნოემბრამდე გადასცეს;
ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №36.
გთავაზობთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, მერაბ ჯოჯუას და ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, გენერალური დერექტორის, მარიამ მელიაშვილის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას სრულად;
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2026/89 (ელექტრონული ტენდერი NAT260018863)
ქ. ბათუმი 29 სექტემბერი 2026 წელი
ერთი მხრივ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წარმოდგენილი მისი ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, მერაბ ჯოჯუას სახით და მეორე მხრივ შპს ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, წარმოდგენილი მისი გენერალური დერექტორის, მარიამ მელიაშვილის სახით, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ ელექტრონული ტენდერის ( NAT260018863), „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და პრეტენდენტის (შპს ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“) სატენდერო წინადადების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, თანდართული ყველა დოკუმენტით, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრული და ზედმიწევნითი შესრულებისათვის.
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4 „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5 „მიმწოდებელი“ – იურიდიული/ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში
1.6 „შესყიდვის ობიექტი“ – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7 სატენდერო დოკუმენტაცია – ელექტრონული ტენდერის (NAT260018863) სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა დანართის სახით ფიზიკურად არ დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას, მაგრამ წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშეკრულების საგანი და შესყიდვის ობიექტი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 1 (ერთი) ერთეული სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში ავტოსატრანპორტო საშუალება) (CPV – 34113100) სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც აკმაყოფილებს ელექტრონული ტენდერის (NAT260018863) სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მაჩვენებლებს.
2.2. შესყიდვის ობიექტის აღწერილობა და ტექნიკური მახასიათებლები, დანართი №1-ი და დანართი №2-ი თან ერთვის
ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 260,000.00 (ორას სამოცი ათასი) ლარს.
3.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან
დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ავტომობილის გაფორმების ხარჯებს.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი, გარანტია, მიწოდების ვადები და ადგილი
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ პირობებს და და აკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების
გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4.3. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №36.
4.4. სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ან
150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და
მასალებისა (ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის
დისკი და საყრდენი დისკი);
4.5. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს.
4.6. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), სატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).
5. შესყიდვის ობიექტის მიღება – ჩაბარების წესი
5.1 შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით. 5.2. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 5.1. ქვეპუნქტში აღნიშნული შესყიდვის ობიექტის მიწოდების მიღებაჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი – მერაბ ჯოჯუა, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან გენერალური დირექტორი – მარიამ მელიაშვილი.
6. ანგარიშსწორების პირობები
6.1. შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და მისი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (ზედნადები, ანგარიშფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
6.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში, შემსყიდველის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
7. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
7.1. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიღება.
7.2. შემსყიდველს უფლება აქვს:
ა)მიმწოდებლისაგან მოითხოვოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ელექტრონული ტენდერის სატენდერო წინადადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ბ) განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება, რაც შეიძლება გულისხმობდეს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ შემოწმებას ან შესაბამის ექსპერტიზას.
გ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მას მითითება ვალდებულებების დარღვევის გამოსწორების შესახებ ან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
7.3. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრულ საგარანტიო მომსახურების პერიოდში აღმოჩენილი ნაკლი ან დეფექტი გამოასწოროს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში;
გ) ხელშეკრულების შესრულების პროცესში წამოჭრილ გაუთვალისწინებელ ხელშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შემსყიდველს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ;
დ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტოსაშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.
ე) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების ახლით ჩანაცვლება თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება)ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი).
7.4. მიმწოდებელს უფლება აქვს:
მოსთხოვოს შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
8.1. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით მიწოდებულისაქონლის ღირებულების 0,02 პროცენტის ოდენობით.
8.2. აღმოჩენილი დეფექტის, ნაკლის გამოსწორებისათვის ან/და შეცვლისათვის მიმწოდებელმა თუ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულების ვადას, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,02 პროცენტის ოდენობით.
8.3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევისას, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული შესყიდვის ობიექტის 0,02 პროცენტის ოდენობით.
8.4, ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,02 პროცენტის ოდენობით.
9. ხელშეკრულების შესრულების გარანტია
9.1. იმ შემთხვევაში, თუ სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომლის ოდენობა არ შემცირდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროპორციულად. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მოწოდების ვადას. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის” მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში.
9.2. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოქმედების ვადაა 2027 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.
9.3. ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (საბანკო გარანტია №2496868-16299880).
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი კვალიფიციური ელ. ხელმოწერით ან კვალიფიციური ელ. შტამპით დადასტურების დღიდან და მოქმედებს 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
11.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია წინასწარ. ამავე დროს, შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველიორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
11.3. თუ წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
12.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და აღნიშნული უშუალო ზემოქმედებას ახდენს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
12.2. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისდა მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვითაგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
12.3. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო და მხარეები შეწყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულებას, მათ არ აქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
12.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა დადასტურებულ უნდა იყოს უფლებამოსილი სახელმწიფოორგანოს მიერ.
13. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
13.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.
13.2. ინსპექტირება გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების (მისაწოდებელი/მიწოდებული საქონლის რაოდენობის, ხარისხისა და მიწოდების ვადის) კონტროლს.
13.3. ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. ხელშეკრულების შეწყვეტა, ცვლილების შეტანა
14.1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და ელექტრონული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დასაბუთებულად მიმართოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს შემსყიდველი ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
14.2. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შემსყიდველი უფლებამოსილია იმსჯელოს კონკრეტული ხელშეკრულების ან/და ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
14.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შესრულებისაგან.
14.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება განხორციელდება წერილობით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მისი კვალიფიციური ელ. ხელმოწერით ან კვალიფიციური ელ. შტამპით დადასტურების შემდეგ.
15. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
15.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობაშესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
15.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. კონფიდენციალურობა
16.1. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთის საკუთრებას, არ გახადონ ცნობილი მესამე პირთათვის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ითვლება კონფიდენციალურად.
16.2. ვალდებულება კონფიდენციალურობის შესახებ ძალაში რჩება ხელშეკრულების დამთავრების შემდეგაც.
17. სხვა პირობები
17.1. მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს მიყენებულ ზარალს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
17.3. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის მიმწოდებლის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია შესაძლებელია დამუშავდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
18. მხარეთა რეკვიზიტები
,,შემსყიდველი“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი,
კ. გამსახურდიას ქ. №8-10
საიდენტიფიკაციო ნომერი: 203840175
სახელმწიფო ხაზინა, კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი: GE24NB0330100200165022
ტელეფონის ნომერი: 27 66 49
ელ. ფოსტა: constcourt@procurement.gov.ge
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი: მერაბ ჯოჯუა
,,მიმწოდებელი“
შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“
ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი,
უნივერსიტეტის ქუჩა, №36
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405006461
მომსახურე ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE68 TB76 8683 6020 1000 03
ტელეფონის ნომერი: +995 322 29 20 00
შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ის
გენერალური დირექტორი: მარიამ მელიაშვილი
დანართი №1ტექნიკური დავალება
მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა (CPV – 34113100) Toyota LC 300 Hybrid მდგომარეობა ექსპლუატაციაში არ მყოფი (ახალი) ექსპლუატაციაში არ მყოფი (ახალი) გამოშვების წელი 2026 2026 საწვავის ტიპი ჰიბრიდი ჰიბრიდი
ძრავის მოცულობა არანაკლებ 3445სმ/კბ 3445სმ/კბ საკეტი ცენტრალიზებული ცენტრალიზებული საჭის განლაგება მარცხნივ მარცხნივ
ფერი შეთანხმებით შეთანხმებით გამონაბოლქვის სტანდარტი არანაკლებ EURO 5 EURO 5 საწვავის ხარჯი შერეული არაუმეტეს 10 ლიტრი 10 ლიტრი კარების რაოდენობა 4 სალონის + 1 საბარგულის 4 სალონის + 1 საბარგულის წამყვანი თვლები 4X4 4X4 დისკები ალუმინის ხედვის კამერა არანაკლებ უკანა უკანპარკირების სენსორი არანაკლებ წინა და უკანა კარების საკეტი დისტანციური მართვადი მართვის სისტემა კრუიზკონტროლი ცხენის ძალა არანაკლებ 464 464 ცხ.ძ გადაცემათა კოლოფი არანაკლებ 10 საფეხურიანი ავტომატური სიგრძე არანაკლებ 4990 4990 მმ სიგანე არანაკლებ 1980 1980 მმ სიმაღლე არანაკლებ 1945 1945 მმ
საგარანტიო პირობები (არანაკლებ) არანაკლებ 5 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) არანაკლებ 5 წელიან 150000 კილომეტრი(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრო ნათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი) ელექტროშუშები ოთხივე ოთხივე
აუცილებელი მოთხოვნა სათადარიგო საბურავი სათადარიგო საბურავი აუცილებელი მოთხოვნა არანაკლებ 10 უსაფრთხოების ბალიში 10 უსაფრთხოების ბალიში აუცილებელი მოთხოვნა კონდიციონერი კონდიციონერი აუცილებელი მოთხოვნა აუდიოსისტემა აუდიოსისტემა აუცილებელი მოთხოვნა საჭის ელექტრო ან ჰიდროგამაძლიერებელი საჭის ელექტრო ან ჰიდროგამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა აუცილებელი მოთხოვნა სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი აუცილებელი მოთხოვნა საჭის სიმაღლის მარეგულირებელი საჭის სიმაღლის მარეგულირებელი აუცილებელი მოთხოვნა უკანა საქარე მინის ელ. გათბობა უკანა საქარე მინის ელ. გათბობა აუცილებელი მოთხოვნა სარკეების ცენტრალური ელ. რეგულირება სარკეების ცენტრალური ელ. რეგულირება 1.2.2. საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესუბელი მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა; ტიპტრონიკი კოლოფის შეთავაზება; ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, 10 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა); 1.2.3. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: მარცხენასაჭიანი, ახალი (არაუადრეს 2026 წლის
გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი);
1.2.4. პრეტენდენტი წინადადების ფასში (შემდგომში ხელშეკრულებაში) ითვალისწინებს მანქანის განბაჟების, სანომრე ნიშნების და გადაფორმების ხარჯს (არსებობის შემთხვევაში);
1.2.5. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან
1.2.2. საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესუბელი მახასიათებლების მქონე საქონლისლ შემოთავაზება (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა; ტიპტრონიკი კოლოფის შეთავაზება; ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, 10საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა);
1.2.3. შემოთავაზებული ავტომობილიუნდა იყოს: მარცხენასაჭიანი, ახალი (არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი);
1.2.4. პრეტენდენტი წინადადების ფასში (შემდგომში ხელშეკრულებაში) ითვალისწინებს მანქანის განბაჟების, სანომრე ნიშნების და
გადაფორმების ხარჯს (არსებობის შემთხვევაში);
1.2.5. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში დანართი №2\] №შესყიდვის ობიექტის
დასახელება მწარმოებელი ქვეყანა რაოდენობა (ცალი) ერთეული ავტომანქანის ღირებულება (ლარი) 1Toyota LC300 3.5P Hybrid
პაკეტი SE იაპონია 260,000








