სოფო ახალაია-საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიღაც კუნთმაგარი ჩემს არასრულწლოვან შვილს თავს დაესხა

დღეს, დაახლოებით დღის 12 საათზე, ჩემი არასრულწლოვანი შვილი სკოლიდან სახლში 310 ნომერი ავტობუსით ბრუნდებოდა. ყურსასმენები ეკეთა და მშვიდად იჯდა თავისთვის.
უცებ მასთან მიდის უცნობი მამაკაცი(დაახლოებით 27-30 წლის), ბრგე, კუნთმაგარი, თავგადაპარსული, შავ მაისურში, მკლავებზე საქართველოს დროშისა და გერბის გამოსახულებით, და სრულიად უმიზეზოდ იწყებს მის გინებას. უყურებს პირდაპირ თვალებში, ცდილობს პროვოკაციაზე წამოაგოს, აგრძელებს შეურაცხყოფას და მუქარის შემცველ ფრაზებს. ჩემი შვილი გაოგნებული უყურებს და ხელით ანიშნებს:
„მე მელაპარაკები?“
პასუხად ისევ გინება.
ჩემს შვილს გვერდით სკოლის მოსწავლე გოგონა ახლავს. ბავშვებმა გადაწყვიტეს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას, კონფლიქტში არ შესულიყვნენ და შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვიდნენ.
მამაკაცმა გინება იქაც გააგრძელა.
ავტობუსში სხვა მგზავრებიც იყვნენ.
სახლში ჩემი შვილი შოკირებული მოვიდა და მკითხა:
„დედა, ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო?“
აი, ეს არის ყველაზე მძიმე ნაწილი.
მე რა უნდა ვუთხრა ჩემს შვილს?
უპასუხე?
აჰყევი?
იჩხუბე?
თავი დაიცავი სიტყვიერად?
საერთოდ არაფერი გააკეთო და მოითმინე?
მე მინდა, ჩემმა შვილმა იცოდეს, რომ როდესაც სკოლიდან სახლში ბრუნდება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბრალოდ მგზავრია და არა ვინმეს სამიზნე.
ეს არ არის „ორი ადამიანის კონფლიქტი“.
ჩემი შვილი არავის დაპირისპირებია.
არავის შეხებია.
არავისთვის არაფერი უთქვამს.
ის უბრალოდ იჯდა ავტობუსში.
და ვიღაც ზრდასრულმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სრულიად უცხო არასრულწლოვანის მიმართ აგრესიის, გინებისა და მუქარის გამოხატვის უფლება ჰქონდა.
რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში, თუ ბავშვი სკოლიდან სახლში დაბრუნებისას უკვე იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ დაიცვას თავი ზრდასრული ადამიანისგან?
და კიდევ ერთი კითხვა:
სად არიან ამ დროს ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ ასეთ რამეს?
მე არ ვითხოვ, რომ ვინმემ ფიზიკურ დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხომ სწორედ საზოგადოებრივი სივრცეა?!
იქ ჩვენი შვილები არიან.
ჩვენი მშობლები არიან.
ჩვენი ქალები და კაცები არიან.
და არ შეიძლება აგრესია, გინება და მუქარა ნორმად ვაქციოთ მხოლოდ იმიტომ, რომ „არაფერი სერიოზული არ მომხდარა“.
სერიოზული უკვე მოხდა, ბავშვი სახლში შოკირებული მოვიდა და მკითხა, რა უნდა გააკეთოს, როცა მას უმიზეზოდ თავს ესხმიან.
მე კი მინდა ძალიან მარტივი რამ:
ჩემი შვილი სკოლიდან სახლში მშვიდად დაბრუნდეს!!!
მეტი არაფერი!!
წერს ფეისბუკ მომხმარებელი, სოფო ახალაია.
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights