მერია-ოზურგეთი-გომისმთის საავტომობილო გზის ცალ ზოლზე მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე სავალი ნაწილის ცალ ზოლზე მოძრაობა აღდგენილია და ხორციელდება რევერსულად. ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე გრძლდება გზის გაწმენდითი სამუშაოები ავტოტრანსპორტის გადაადგილების სრულად აღსადგენად – აცხადებენ ოზურგეთის მერიაში;

მანამდე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ-შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights