განათლების მინისტრი რეგიონალურ მედია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უჩივის, გივი მიქანაძე “გურიის მოამბესაგან” გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, ასევე რედაქციისაგან მორალური ზიანის მიყენებისათვის 10 000 ლარს ითხოვს, ასევე საბაჟო გადასახადის 300 ლარის ანაზღაურებას.
“გურიის მოამბის” პარალელურად, განათლების მინისტრი მის რედაქტორს, ვლადიმერ მენაბდეს და ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, კახა ასკურავასაც უჩივის;
როგორც “გურიის მოამბესაგან” , ასევე ვლადიმერ მენაბდისაგან და კახა ასკურავასაგან, მიქანაძე 10 000-19 000 ლარ კომპენსაციას, მორალური ზიანისათვის და 300-300 ლარ საბაჟო გადასახადის გადახდის დაკისრებას ითხოვს;
ჯამში განათლების მინისტრი მოპასუხებისაგან 30 000 ლარს და 900 ლარს მოითხოვს.
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სარჩელი განათლების მინისტრმა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, დღის 15 საათზე, სამუშაო საათებში (თავისთავად), უშუალოდ თვითონ, შეიტანა და მას ფოსტით არ უსარგებლია;
ანუ მინისტრმა თავისი პირადი საქმე სამსახურეობრივზე მაღლა დააყენა და მას ფოსტისთვის ან საკუთარი წარმომადგენლისათვის მომსახურებისათვის არ მიუმართავს;
“ყურადღებას ვამახვილებთ გამოხატვის ფორმასა და საშუალებებზე, მასშტაბზე, შინაარსსა და კონტექსტზე, ინტენსივობა/არაერთგზისობაზე, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მოპასუხეები განზრახ, ყველაფერს აკეთებენ მოპასუხე მხარის ღირსების და სქმიანი რეპუტაციის შესალახად და მათი მიზანია მოსარჩელე მხარის საზოგადოებაში უარყოფითად წარმოჩენა/საზოგადოების დადებითი განწყობის უარყოფითად ფორმირებაზე ზემოქმედება, დისკრედიტაცია”
ნათქვამია სარჩელში;
მინისტრის სარჩელი მხარეებს დღეს ჩაგვბარდა;
“გურიის მოამბესა” და ვლადიმერ მენაბდის ინტერესებს სასამართლოში – ადვოკატები კახა ჩავლეშვილი და დავით მჟავანაძე დაიცავენ;








