სოფლის ცენტრში, ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (რუსებს) ნაქირავები აქვთ შენობა, საიდანაც უწყვეტად გამოდის პლასტმასის/პოლიეთილენის გადამუშავების გაუტანელი, ტოქსიკური სუნი და კვამლი!
ეს შხამიანი აირი ეშვება დაბლობში, ვრცელდება მთელ სოფელში და აღწევს საცხოვრებელი სახლების ფანჯრებშიც კი! შეუძლებელია სუნთქვა, იქმნება მოსახლეობის ინტოქსიკაციისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე.
გვაინტერესებს, აქვს თუ არა ამ ობიექტს შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვა, ან იცავს თუ არა რაიმე ეკოლოგიურ ნორმას?!
მივმართავთ შესაბამის უწყებებს:
მოითხოვება დაუყოვნებლივი რეაგირება!
გთხოვთ, ადგილზე მოვიდეს ინსპექცია, შეამოწმოს ამ ობიექტის საქმიანობის კანონიერება, ფილტრების არსებობა და აღკვეთოს მოსახლეობის მოწამვლა!
გთხოვთ გააზიაროთ (SHARE)!
წერს უცნბი ფეისბუკმომხმარებელი, ფეისბუკ გვერდზე “ოზურგეთი;განცხადებები” და საზოგადოებისაგან შველას ითხოვს.








