ანზორ ერქომაიშვილთნ ერთად ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელ, ცნობილ ოზურგეთელ (მაკვანეთელ) მომღერალს- ბადრი თოიძეს – 24 ოქტომბერს 85 წელი შეუსრულდებოდა

2002 – საქართველოს სახელმწიფო პრემია;
1998 – ღირსების ორდენი;
ქართული ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის;
1990 – საქართველოს სახალხო არტისტი;
1980 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია;
სა
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (ვ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით) 1967 წელს.
1962–1974წწ. მღეროდა ანსამბლ “გორდელაში” (იყო მისი ერთერთი დამაარსებელი); 1975 წლიდან იყო ანსამბლ “რუსთავის” (ხელმძღვ. ა. ერქომაიშვილი), სოლისტმომღერალი და ლოტბარი; 2000 წიდან დირექტორი; მისი მონაწილეობით ანსამბლმა 500-ზე მეტი სიმღერის ფონოჩანაწერი გააკეთა; გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1993 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს სახელმოწიფო უნივერსიტეტში. ხელოვნების დოქტორი (2012), პროფესორი (2013), მომღერალი (ბანი).








