ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ვლადიმერ სალუქვაძე დაინიშნა.ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკ გვერდი ავრცლებს;
იმავე გვერდის ცნობით, ახალი დირექტორი მერიის სამსახურის უფროსებს და კომპანიის თანამშრომლებს ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძემ წარუდგინეს.
ამ სამსახურს, პაატა კუნჭულიას მერობის პერიოდში, ირაკლი სალუქვაძე ხელმძღვანელობდა და მას. ტრანსპორტის პარალელურად – ქალაქის ავტო სადგომების – “ს;ტაიანშიკების” კონტროლი ევალებოდა;
გავრცელებული ინფორმაციით, ვოვა სალუქვაძე – ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგი სიორიძის პროტეჟეა და სწორედ ამ უკანასკნელის რეკომენდაციით დანიშნეს ის აღნიშნული სამსახურის უფროსად;
თავიდან, ბეგლარ სიორიძეს, სალუქვაძის ხილვა დასუფთავების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე სურდა, თუმცა სიორიძეს “სიმაღლე” არ ეყო და “იქ”, საკრებულოს ჩარევის შემდეგ – გელა ჭანუყვაძე დაინიშნა;
„შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურია და ყოველდღიურად უმნიშვნელოვანეს სერვისებს აწვდის ჩვენს მოსახლეობას. ვლადიმერ სალუქვაძის მრავალწლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში, მათ შორის, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, სამსახურს დაეხმარება სატრანსპორტო სისტემა კიდევ უფრო განვითარდეს და მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს.” – განაცხადა შეხვედრაზე გია ანთაძემ.








