დღესაც ვხვდები ირონიულ დამოკიდებულებას, შეიძლება ითქვას, დამცინავსაც, გურულებისა და მისი ისტორიის მიმართ. იტყვი გურული მოჯირითეები, გურიის ჯანყი, გურიის რესპუბლიკა, ქალები არჩევნებში მონაწილეობდნენ და ა.შ. მაშინვე სახეზე ღიმილი გადაეფინებათ ხოლმე, თითქოს ანეგდოტს ვყვებოდე. შთაბეჭდილება მექმნება გურულები ერთგვარ კარიკატურულ, სამი გოჭივით მხიარულ პერსონაჟებად წარმოუდგენიათ.თავად გურულები სცოდავენ ამაში – მე ნამკურნალევი გურული ვარ! იდიოტები ხმარობენ მხოლოდ საკუთარ თავზე ასეთ გამოთქმას. ერთხელ სუფრაზე ვიჯექი და ერთმა გურულმა თქვა ეს და ყველა გასკდა სიცილით. მე გავიყვანე და მაგრად გავჯორე. არა, იუმორის ნაკლებობას არ ვუჩივი, თავად ვშაყირობ საკუთარ თავზე, მარა, ეს გურულის დურაკული გაშარჟება გურულების მიერ, არ მევასება.
გურული საქართველოში, დასავლეთში, მთავარ შემაკავებელ და დამრტყმელ ძალად ითვლებოდა მუსლიმების წინააღმდეგ,
რუსები რომ შემოვიდენ, ყველაზე სასტიკ და მაგარ წინააღმდეგობას გურულები უწევდენ,
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – ლომის წილი გურულებზე მოდის.
ახლა შეხედეთ დღევანდელ გურიას და გურულებს – ძველების აჩრდილია!








