ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში არსებულ სასოფლო ხიდის კატასტროფულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი თვის წინ ვწერდით, რომელიც შიდა სასოფლო გზაა, და სოფ. ამაღლება-სამებას (2 სოფელი) აკავშირებს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზასთან;
მიუხედავად ხელისუფლების არაერთი დაპირებისა – დღეს, იმაზე მეტად მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მანამდე იყო, სანამ ხელისუფლება -ამ ხიდის “რეაბილიტაციას” დაიწყებდა;
“ნახეთ რა მდგომარეოობა სოფელ ამაღლების სასოფლო ხიდზე. 1 თვის წინ “დაწყებული ხიდის რეაბილიტაცია” მიმდინარეობს “სტახანოვური ტემპებით”!!! “
გვწერენ ადგილობრივები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებიდან და სოფლის ხიდის მდგომარეობის ამსახველ ფოტოს გვიგზავნიან.
ცნობისათვის გასულ თვეში. 24 სექტემბერას, “გურიის მოამბე” წერდა:
“რას გვწერს სოფლის მოსახლეობა!!!ეს კადრები დღევანდელია. ესაა შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფ. ამაღლება-სამებას (2 სოფელი) აკავშირებს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზასთან.
რამდენიმე დღის წინ, მოვიდა სამშენებლო კომპანია, რომელმაც სრულიად საღსალამათი ხიდი მოარღვია და ასეთ მორღვეულ და გაპარტახებულ მდგომარეობაში დატოვა. არც რაიმე გამაფრთხილებელი და უსაფრთხოების ნიშნები არ არსებობს პერიმეტრზე. მანქანები ძლივს გადის ხიდზე. ღამით კი ფეხით მოსიარულისთვისაა ასევე საფრთხის შემცველი… აი “ქოცურად” გაკეთებული საქმე;
ეს შეტყობინება “გურიის მოამბეს” რედაქციამ, ვიდეო და ფოტომასალასთან ერთად, დღეს მიიღო;
წერილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებიდან მივიღეთ;
მასალას ოპერატიულად, იმავე დღეს, გამოეხმაურა ადგილობრივი ხელისუფლება:
ჩოხატაურის მერია, “გურიის მოამბეში. დღეს დილით გასულ კრიტიკულ მასალას პასუხობს:
“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სოფელ ამაღლებაში, ბიკნარას ღელეზე არსებული საავტომობილო ხიდის მდგომარეობას ეხება, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ ხიდის რეაბილიტაციასთნ დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, აღნიშნული ხიდის აღსადგენად უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.
კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული სარეგულაციო კედლის აღსადგენად საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს, მათ შორის, ახორციელებს არსებული ბეტონის ბლოკების დემონტაჟს. ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყობა ახალი რკინაბეტონის სარეგულაციო კედელი.
მოსახლეობის უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და მის უზრუნველსაყოფად მიღებულია შესაბამისი ზომები”
თუმცა, როგორც ხედავთ, ხელისუფლების განცხადება – “მიღებულია შესაბამისი ზომები” – ჩვეულებრივი ტყუილი აღმოჩნდა;
ვაშააა ამხანაგებოო!








