ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ექადიის ტყე-პარკში “ხოხბების აფრენას” დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
რამდენიმე დღის წინ, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონატრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 60 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში.
50 დედალ-მამალი კოლხური ხოხობი ექადიის ტყე-პარკში შარშანაც, სექტემბერში გაუშვეს.
ამჯერადაც, ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმის განვითარების დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო.
ირკვევა, რომ ამ აქციის დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 700 ლარი გამოიყო;
“ჭორვილიდან გურიაში 60 ფრთა ხოხბის ჩასაყვანად ბიუჯეტიდან 1700 ლარი გამოიყო. ფრინველების მეურნეობა ივანიშვილის ოჯახმა დააფუძნა” – დაახლოებით ასე გამოეხმაურა კრიტიკული მედია მომხდარს;








