დღეს აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება

დღეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა, სადაც მომავალ ადმინისტრაციას წარმატება უსურვა, თუმცა ჯო ბაიდენის სახელი არ უხსენებია.

„ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“,- განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 152 წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ხელისუფლების გადაცემის ცერემონიას არ დაესწრება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share