ტრადიციული დოღი, სანახაობა და ისტორია – რას უნდა ველოდოთ ბახმაროს თასზე

გამორჩეული ცხენოსნები, სხვადასხვა ჯიშის ცხენები, სანახაობა და სპორტული მარათონი – ამ ყველაფერს ბახმაროს ტრადიციული დოღი აერთიანებს, რომელიც ყოველწლიურად ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება.

კურორტი ბახმარო ტრადიციულ დოღს წელსაც უმასპინძლებს. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, გურიის მაღალმთიან რეგიონში ცხენოსნები განსაკუთრებულ სანახაობას ქმნიან. შეჯიბრება ყოველწლიურად იხვეწება და მაყურებლების აღტაცებას იწვევს – დოღი ბახმაროს კულტურულ ღონისძიებად ჩამოყალიბდა.

წელს ღონისძიების ოქროს მხარდამჭერი “ევროპაბეთი” იქნება. შეჯიბრება მდინარე ბახვისწყლის ღია სივრცეში ტარდება. ცხენოსნები მდინარის ორ ნაწილს კვეთენ და სანაპიროს მიუყვებიან, ფინიშის ხაზი კი ბაზრის ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც მაყურებლებს დაძაბული საფინალო გარბენის ხილვის შესაძლებლობა აქვთ.

ბახმაროში ყოველწლიური დოღი ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება
ბახმაროში ყოველწლიური დოღი ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება

სპორტული ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი შედგება:

 “გურიის თასი“ – მანძილი: 1 200 მეტრი, მონაწილეობის მიღება ადგილობრივი ცხენის ჯიშებს შეეძლებათ.

„გმირების თასი“ – 1 200 მეტრი, გარბენში შერეული სისხლის ჯიშის ცხენები იასპარეზებენ.

„ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი, ამ დისციპლინაში ნახევრად წმინდა სისხლის ჯიშის ცხენები მიიღებენ მონაწილეობას.

“ბახმაროს თასი“ მარულა – 4 800 მეტრი, ამ გარბენში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეჯიბრება ოთხ დისციპლინაში ჩატარდება
შეჯიბრება ოთხ დისციპლინაში ჩატარდება

წელს დოღის ისტორიაში ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი ფიქსირდება – 20 000 ლარი. ღონისძიების ოქროს მხარდამჭერი “ევროპაბეთია”. ორგანიზატორები: წყაროს წყალი “ბახმარო”, “ნაბეღლავი” და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. გენერალური სპონსორი – საქართველოს ბანკი. ბახმაროს თასი 2023 19 აგვისტოს, შუადღის 13:00 საათზე დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share