კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებიდან ამონარიდს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ეფესბემ“ ოთარ ფარცხალაძის საშუალებით „გამოიყენა ბერკეტი, რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე“.
ხაინდრავა აღნიშნავს, რომ ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა სამშობლოს ღალატია და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ფაქტებით დაადასტურონ ეს მძიმე ბრალდება.
„Mr. ბლინკენ ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა სამშობლოს ღალატია! ყველაზე სამარცხვინო და მძიმე დანაშაული! აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქე ფარცხალაძე საჯაროდ ამხილა ФСБ-სთან კავშირში. ველოდებით თქვენგან დადასტურებულ ბრალდებას, თუ არა, მაშინ ეს არის ცილისწამება დასჯადი კანონით!“, – წერს გოგა ხაინდრავა.