ნიკა გვარამია = საერთოდ არ მესმის ისრაელის მიწის ისტორიული კუთვნილების განხილვის რელევანტურობის

გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ მესმის ისრაელის მიწის ისტორიული კუთვნილების განხილვის რელევანტურობის. არც ერთი მხრიდან.
ისრაელს არაფერი აქვს სამტკიცებელი, ის გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში არსებობს. ისტორიული ექსკურსები ძალიან საშიშიცაა და უსარგებლოც, როცა საკითხი ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ქართველებისთვისაც, მათ შორის, ვინც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე ვდგავართ.
ისტორიას ახასიათებს გადატვირთვები, როცა ახალი სტატუსკვო (სხვადასხვა წინაპირობებზე დაყრდნობით) ფიქსირდება რაიმე გზით (ძირითადად საზავო ხელშეკრულებებით) და კრისტალდება ახალი წესრიგი (მათ შორის, გეოგრაფიულიც). ამ წესრიგთან დაპირისპირება ისტორიულ რეალობასთან დაპირისპირებაა და შემთხვევათა 99%ში ომს უდრის.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ნიკა გვარამია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share