საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, 228 ქულით. საქართველო კი, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, 74 ქულით, მე-14 ადგილზე გავიდა.
საქართველომ ქულები მიიღო შემდეგი ქვეყნის ჟიურებისგან: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო.
ქართველი მონაწილეები ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მაყურებლის წინაშე წარდგნენ სიმღერით Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. მათთან ერთად ევროვიზიაზე ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.