სტიქია ჩოხატაურში – ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლისა და ბაღის სახურავები;
დაბაში, გორაბერეჟოულის ტყეპარკსა და სოფლებში წააქცეულია მრავალწლოვანი ხეები, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელ ჯვარცხმის სასაფლაოს ღობე.
ამ წუთებში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულნი არიან ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
დაბასა და სოფლების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია.
მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
 ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ დავით თოდრიასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონებში იმყოფებოდა და ვითარებას პირადად გაეცნო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share