ქართველმა ემიგრანტებმა ქვეყნის საგარეო უწყებას ევროპის 14 ქალაქში საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე მიმართეს

ქართველმა ემიგრანტებმა ქვეყნის საგარეო უწყებას ევროპის 14 ქალაქში საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე მიმართეს

 

“ემიგრანტებმა ევროპის 14 ქალაქიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმოწერები უკვე წარადგინეს და ელოდებიან პასუხს უწყებიდან”

ეს განცხადებები, “დროას” და “გირჩი მეტი თავისუფლებისათვის” ლიდერების, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის – ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე გაკეთდა.

შეხვედრის ორგანიზატორმა, პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ერთ ერთმა ლიდერმა, რევაზ ბეროზაშვილმა , თქვა, რომ დღეისათვის ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა, ერთ მილიონს აღემატება, აქედან 90% მეტი სრულწლოვანი მოქალაქეა:

“ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 60 ათასი ამომრჩეველი, აქედან არჩევნებში მონაწილეობა 12 ათასმა მიიღო, რაც თავისთავად ცუდია, ჩვენი, პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” მიზანია, ხელი შევუწყოთ ემიგრანტების მოახლოებულ არჩევნებში ჩართვას და ამ მიზნით ვმუშაობთ, გვინდა ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა არჩევნებში მინიმუმ ასიათასამდე გაიზარდოს და რეგისტრაცია 200 ათასმა ემიგრანტმა მაინც გაიაროს, ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვეხმარებით მათ და მზად ვართ უანგაროდ გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა ამ მიმართულებით” თქვა ბეროზაშვილმა.

“ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებით ცხადი გახდა, რომ ემიგრანტები მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, სერიოზულ აქტიურობას გეგმავენ და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ემიგრაციასთან ურთიერთობაში, რომ ამ უკანასკნელებმა თავიანთი ხედვები ახლოს გააცნონ მათ, რაც თავის მხრივ დაეხმარება პროდასავლურ ოპოზიციას ამომრჩევლებთან სწორად ფოკუსირებისათვის” = თქვა ემიგრანტულმა გაერთიანება “ხმა ემიგრაციიდან” ლიდერმა, ნათია ბასიაშვილმა.

ელენე ხოშტარუასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან შეხვედრა გასული კვირის მიწურულს, სოციალურ ქსელების მეშვეობით შედგა და მისი ორგანიზატორი- – ემიგრანტული მოძრაობა – პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” იყო,  მოძრაობა “ხმა ემიგრაციიდან” ერთად,

პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ძირითადი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის რაც შეიძლება მეტი ემიგრაციაში მყოფო საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაა, ამისათვის მათ დაიწყეს კამპანია უცხოეთში მყოფი ქართველების ხმის უფლების მოპოვების მიზნით – საკონსულოებში რეგისტრაციისათვის.

პლატფორმა პერიოდულად ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს და ესაუბროს ქართველ და უცხოელ დუპლომატებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს-– ძირითად პოლიტიკურ აქტორებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისლიდერებს.

ამ პლატფორმის ფარგლებში ემიგრანტები შეხვდნენ ნიკა გვარამიას, ანა ნაცვლიშვილს “ლელო”, “საიას” წარმომადგენლებს, გიორგი ვაშაძეს, მოლდოვას სამოქალაქო მოძრაობის ერთ ერთ ლიდერს, ქალბატონ კორნელია კოზონაცს, მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს გუნდიდან -სულ ბოლო შეხვედრა ემიგრანტებმა – ელენე ხოშტარიასა “დროა” და ზურაბ ჯაფარიძესთან “გირჩი მეტი თავისუფლება” თან გამართეს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share