“ბოდიშს ვუხდით უკრაინელებს, აქ ომია და კლავენ უდანაშაულო ხალხს” – დაკავებული რუსი სამხედროების მიმართვა

უკრაინა, გვაპატიე – რუსი სამხედროები ვიდეომიმართვას ავრცელებენ. მასალა ნიკოლაევიდანაა გავრცელებული.

უკრაინელებმა ოკუპანტები შეჭრის დროს დააკავეს. რუსებმა უკრაინელებს პუტინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

“ბოდიშს ვუხდით უკრაინელებს, რომ აქ შემოვიჭერით. ეს არ იყო სამხედრო წვრთნები, როგორც ჩვენ გვითხრეს. აქ ომია და კლავენ უდანაშაულო ხალხს, მათ შორის ბავშვებს”,- ამბობენ რუსი სამხედროები მიმართვაში. 

 “დედა გთხოვ, წამიყვანე აქედან, ჩვენ აქ მშვიდობიან მოქალაქეებს ვკლავთ, მათ არაფერი დაუშავებიათ”,- ამბობენ ისინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share