“როგორი ქვეყანა მივიღეთ: სიცილისთვის კლავენ 17 წლის ახალგაზრდას, ხუმრობისთვის სცემენ იუმორისტს, საკუთარი შეფასებისთვის აპატიმრებენ ჟურნალისტს.ონისე ოქრიაშვილს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია, პირველმა, სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩხეიძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, კომიკოსს სამი ადამიანი დაუპირისპირდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ წუთას ონისე ოქრიაშვილს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაუსწორდნენ. ეს არის კრიმინალური რეჟიმის, კრიმინალური, პროპაგანდისტული მანქანის შედეგი. ამ გზით რეჟიმი საქართველოში ამყარებს კრიმინალურ ზონას, ახდენს საზოგადოების კრიმინალიზაციას. წარმოუდგენელია, ამ პირობებში, რომ საქართველოში ვინ,მეს შვილი იყოს დაცული. სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება თითოეულ ადამიანს, რომელიც დგას ამ რეჟიმის სამსახურში. ამ პროპაგანდისტული მანქანის სამსახურში.
მე გუშინწინ ჩავწერე ვიდეო, რომ რეჟიმი ძალით აძევებს ახალგაზრდობას ქვეყნიდან. ვინც არ ხდება კრიმინალი, ვინც არ შინდება და ვინც არ ხდება მისი იარაღი საქართველოს წინააღმდეგ, მისი მომავლის წინაარმდეგ.
დროა გამოვფხიზლდეთ. დროა ეს ქვეყანა ვიხსნათ ამ კრიმინალებისგან. ისინი არიან კრიმინალები, ბარბაროსები.
მხარდაჭერა ონისეს,” – თქვვიდეო მიმართვაში დავით ჩხეიძემ.
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცავები ვახო სანაიას სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც მოსამართლემ სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.
როგორც მან დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს.
„არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე საკუთარი სიტყვის თავისუფლებას შევზღუდავ”, – განაცხადა სანაიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა;
გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე დაჭრილი 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ვერაზე, შანიძისა და ხორავას ქუჩის კვეთაზე სროლა წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა
სროლა ბათუმში – ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი ჩაცხრილეს. ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმხილველის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
მედიამ ადგილზე 10-მდე ტყვია დათვალა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილზებული.








