გურიის მოამბე

ბიბილაშვილი “რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო. საუბარი რომ განზრახი მკვლელობა გამოირიცხოს მიამიტობაა”

თბილისში რუსმა მოკლა ქართველი. როგორც აღმოჩნდა, ეს ქართველი იყო სამხედრო. საუბარი იმაზე, რომ განზრახი მკვლელობა უნდა გამოირიცხოს, როგორც მინიმუმ, მიამიტობაა.
ჯერ გამოძიება არ ჩატარებულა. ფორმალურად რომც ჩატარდეს, ენდობით? ამათ პირობებში, რა გამოძიებაზეა საუბარი? რა გამოიძიეს სარწმუნოდ, რომ ეს გამოიძიონ?
რაფალიანცი?
კიწმარიშვილი?
თათუხაშვილი და სპეცოპერაცია “კოდორი 2007”-ის სხვა ბიჭების ერთი მეორის მიყოლებით არაბუნებრივი გარდაცვალება (ძირითადად 2014 წელს)?
ჯიჰადის ვიდეოები და “სამარ ჩოკუტაევი”?
“ჰაკიმ ფაშას” მიერ პროკურატურიდან მასალების გატანა?
მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარ ლოგინში ჩაცხრილვა?
“ტილიკას” მკვლელობა?
ბაჩალიაშვილის “თვითმკვლელობა”?
ხოდა, საიდან ასკვნით, რომ ეს განზრახ მკვლელობა არ ყოფილა? ვინ გაარკვია? რის საფუძველზე?
ეს პოზიცია ისეთივე მიამიტობაა, როგორც “ვაიმე, რა რუსეთი გელანდებათ ყველგანო”, რომ ატრიალებდა ზოგი თვალებს წლების წინ. ან ზოგი დღემდე რომ ამბობს – კაი რა, რა რუსეთი, უბრალოდ ემთხვევა ივანიშვილის და რუსების ინტერესებიო.
ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია. თეორიულად ვერ გამორიცხავ, რომ მართლაც უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ წინასწარ ამის მტკიცება უადგილოა. ყველაფერი გაირკვევა მაშინ, როცა გამოძიებულ იქნება ზემოთ ჩამოთვლილი საქმეები და ასობით სხვა გამოუძიებელი თუ ფორმალურად “გამოძიებული” საქმე.

წერს საკუთარ ფეისბუკ გევრდზე, სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა ბიბილაშვილი;
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ ქალს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა .
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებისა და თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილი პირი ქართველი ყოფილი/მოქმედი სამხედროა, ხოლო მძღოლი რუსეთის მოქალაქე ქალია.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები მომხდარის განზრახ ხასიათზე, რადგან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეჯახება ავტომობილი გაჩერებულ ადამიანს, თუმცა ოფიციალური წყაროების მიერ მკვლელობის განზრახ ვერსია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს .
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights