გიორგი კეკელიძე საქმიანობას „ბიბლუსში“ გააგრძელებს.
ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.
„დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოების”, რომლის თავმჯდომარეც ვიქნები – ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება“, – წერს კეკელიძე „ფეისბუქზე“.