ინდოეთში ნავის გადაბრუნების შედეგად ტბაში 12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიხრჩო

დასავლეთ ინდოეთში, ჰარნის ტბაზე ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე 12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიღუპა. როგორც Reuters წერს, ნავით ისინი პიკნიკზე მიდიოდნენ.

მაშველებმა წყლიდან 20 მოსწავლე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

თავდაპირველად უცნობი იყო ნავზე მყოფი ადამიანების რაოდენობა, ადგილობრივ მედიებში კი ინციდენტის მიზეზად ნავის გადატვირთულობა დაასახელეს, რაც პოლიციამ არ დაადასტურა.

როგორც ქალის პოლიციის უფროსმა თქვა, ტბაზე მგზავრობის დროს მგზავრებს სამაშველო ჟილეტები არ ჰქონიათ. ბავშვები 7-დან 13 წლამდე ასაკის იყვნენ და ისინი ვადოდარის სკოლაში სწავლობდნენ.

დაღუპულთა ოჯახები და დაშავებულები ხელისუფლებისგან კომპენსაციას მიიღებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share