”დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება მინიმუმ 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა, ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რომელიც ისევ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს სჭირდება, რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ ასე ვთქვათ, უსუსურ მცდელობას, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი შესთავაზონ. კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს და მათ კარგად იციან, ვის რა წარსული აქვს – კარგად იციან, რომ ქვეყანაში არავითარი მესამე ძალა არ არსებობს. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალისა და საბოლოო ჯამში, საქართველოსა და ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ახალი ნაციონალური მოძრაობის, როგორიც არის, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ, რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5%-იანი ბარიერი.”