რატომ იყო ნატანების დეპუტატი “მხარ-თეძოზე წამოწოლილი” 4 წელი და რატომ “ჩაუვარდა კოვზი ნაცარში” არჩილ თალაკვაძეს?
ნატანების (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) გამგებელი ამირან ბაქანიძე არჩილ თალაკვაძეს საკუთარ ფეისბუკ გვერდით მიმართავს და წერს:
“ქართული ოცნება კვლავ აგრძელებს კამპანიას “დააბრალე კოტეს” და სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ნატანებში სტუმრობისას უამრავი უგუნური განცხადება გააკეთა.
1. თურმე ნატანების დეპუტატს საქმის კეთებას უშლიდა მოქმედი მერი. ამიტომაც იყო ოთხი წლის განმავლობაში მხარ-თეძოზე წამოწოლილი. თუ ოცნების კანდიდატს დაუჭერთ მხარს აუცილებლად ამუშავდება-ო.
2. მოქმედი მერი მინისტრის მოადგილის, მოადგილის, მოადგილის, მოადგილესთანაც კი ვერ გავა პირდაპირ კონტაქტზე ჩემი ძმა კი პირდაპირ დაგვიკავშირდება მინისტრის მოადგილეს რომ მოადგილის, მოადგილის, მოადგილე ჰყავს ეს კიდევ ცალკე უბედურებაა ამ ქვეყნის. და ხალხის არჩეულ მერს რომ დაბლოკავ და ამ დროს ხალხს რომ დემოკრატიაზე ესაუბრები უნამუსობაა.
3. თურმე ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა უამრავი კარგი პროექტი ოცნების ხელისუფლებკს დროს. რის გამოც მხარი უნდა დავუჭიროთ თალაკვაძეს და ოცნებას მასე ნაციონალების მთავრობის დროსაც აფინანსებდა ბიძინა კარგ პროექტებს და მოვაბრუნოთ მიშა?
4. ჩვენ ვაფინანსებდით და ვეხმარებოდით ოზურგეთს მაგრამ მოქმედი მერი იპარავდა ყველაფერსო თუ აფინანსებდით და გპარავდათ, თქვენ კი ვერ დასაჯეთ მინიმუმ უნიათოები ხართ, საშუალოდ რო ვთქვათ მოპარულის მეწილეები, და მკაცრად რომ ვთქვათ აღარ დავწერ არ მიყვარს აქ უცენზურო სიტყვების გამოყენება.
ან როგორ აფინანსებდით როცა ორჯერ ჩამოაჭერით ოზურგეთს 4-4 მილიონი.
ბატონო არჩილ დაგიძველდათ მეთოდები, თანაც უკვე კარგად გიცნობს ოზურგეთელი ხალხი, ტყუილსაც მოკლე ფეხები აქვს და ამიტომაც ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში” – წერს ბაქანიძე.