ცოტა ხნის წინ ჩოხატაურში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა ეხმაურება და წერს:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ბუკნარში განვითარებული კონფლიქტი, რომელიც სამწუხაროდ რელიგიურ ნიადაგზეცა წარმოშობილი და ერთმანეთს ერთი სოფლის მართმადიდებელი და მუსულიმი მოსახლეობა ფიზიკურად დაუპირისპირდა , სრულიად არის “ქართული ოცნების” და ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის დამსახურება. ისინი თითქმის ყველა არჩევნების წინ არა მხოლოდ ჩოხატაურში, არამედ მთელს რეგიონში ხმების სანაცვოდ ევაჭრებიან ადგილობრივ მუსლიმებს, რომ თუ არჩევნებში მათ დაუჭერენ მხარს, ხელს არ შუშლიან მათ სალოცავის მოწყობაში. როცა არჩევნები სრულდება, მერე ადგილობრივ მართმადიდებელებს არ ინაწყენებენ და სიტუაციას ხელოვნურად უშვებენ მის ნებაზე, რაც უმეტეს შემთხვევაში მთავრდება ფიზიკური დაპირისპირებებითა და მძიმე შედეგებით.სოფ.ბუკნარში დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მართმადიდებელ და მუსულიმ თემებს შორის სამწუხაროდ არ არის ერთადერთი ფაქტი გურიის რეგიონში და სავარაუდოდ არც უკანასკნელი იქნება,სანამ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება თავს არ დაანებებს რელიგიური გრძნობებით ვაჭრობას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ და საკითხს არ მიუდგება ისე, როგორც ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.პირადად მე სამარცხვინოდ მიმაჩნია საქართველოს მსგავსი მრავალეთნიკური და ტოლერანტობის უდიდესი წარსულის მქონე ქვეყანაში,21-ე საუკუნეში, რელიგიურ ნიადაგზე ქვებს ვესროდეთ ერთმანეთს.მე მყავს მუსლიმ მეგობარები, რომელიც არცერთი წუთით არ განმისხვავებია ჩემი ქრისტიანი მეგობრებიდან!-წერს ასკურავა
მსგავსი სტატიები
- 99
გურული კაცი თურმე 40 დღით ადრე იწყებდა. პირველ რიგში, საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო. მთელი რიგი სამზადისისა უკვე 13 იანვრის, ანუ ცხემლის ჭრის საღამოს იწყებოდა, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ, კალანდა ღამეს ღუმელები და ბუხრები აუცილებლად მისი შეშით უნდა ანთებულიყო და გამთბარიყო, რათა…
- 99
გასულ თვეში, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო. პანდემიის წესების გათვალისწინებით, გამოფენილი იყო ისტორიები და ამბები, რომელთა წაკითხვა და დათვალიერება შეიძლებოდა. აღნიშნული წერილიც იმ გამოფენის გამოძახილია და გურიის მედიატორთა ასოციაციის ამბავს გვიყვება. ცნობილი გურული წამოცდენა ,,მოი? – როის მიხვალ?“ ასე არაფერს შესაბამებია როგორც ,,კორონას“. მართალია…
- 99
შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მაგრამ ახალი წელი და მისი აღნიშვნის ტრადიციები მაინც შეიცავს წინაქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. დღესდღეობით შობას საქართველოში უფრო მშვიდ გარემოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბანებს და…
- 98
"ახლა რთული პერიოდი გვიდგას ადამიანებს, ერთმანეთთან ახლოს ყოფნა გვჭირდება"- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლანჩხუთელი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა და მის ბავშვობაში მომხდარ ფაქტს იხსენებს: "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კამპანიას გადავაწყდი, მომავლის შექმნაში წვლილი თითოეულ ჩვენგანს შეგვაქვსო. და ჩემი ბავშვობის ისტორია გამახსენდა... პატარობისას მოულოდნელად წავიქეცი და ისე ძალიან ვიტკინე ფეხი,…