გურიის მოამბე

“საოცარია პირდაპირი ასეთი სირეგვენე!” ექსპერტი პაპუაშვილის განცხადებაზე

“საოცარია პირდაპირი ასეთი სირეგვენე!
შალვა პაპუაშვილი – „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“ მათი სიდიდით, სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ – მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება”
ანუ პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებით ჩვენებას იძლევა! აცხადებს, რომ ხელისუფლება რომელი პარტიის აკრძალვის აუცილებლობას ხედავს და რომლისას არა, ამის საფუძველი არა სამართლებრივი გარემოებაა, თუ რამდენად არღვეს ეს თუ ის პარტია საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, არამედ ის, თუ რამდენად სერიოზულია ეს თუ ის პოლიტიკური ძალა და რამდენად უწევს კონკურენციას მმართველ პარტიას! ანუ პარტიის აკრძალვის საფუძველი არის არა კანონი, არამედ მმართველი პარტიის მოსაზრება, მის კონკურენტუნარიანობაზე !
ბიჭო, ბიჭო, ბიჭო, რას არ მოვსწრებივარ ამ ქვეყნის პოლიტიკაში, მაგრამ აი ასეთი სიბრიყვე ეთქვას სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდეობის პირს, ნამდვილად არ მინახავს! ეს მარტო უვიცობა და უტიფრობა არააა “ქართულ ოცნებაში” თუ ვინმეს ჭკუა შეგრჩენიათ, თავად უნდა მიხვდეთ, რომ ეს კაცი თქვენი პირველი მტერია, მართლა თქვენი მთავარი აკაცუკაა 🤣🤣🤣🤣🤣🤣
მერე კიდევ გაგიკვირდებათ “ქართული ოცნების მომხრეებს” მთელი ცივილიზებული მსოფლიო ავტორიტარულ რეჟიმს რატომ გვეძახის და იზოლაციაში რატომ გვაქცევენო! ეჭვი მაქვს ცოტა ხანში გავიგებთ ახალ ამბავს, რომ “ქართულ ოცნებას” პაპუშვილიც ჩაუდეს🤣🤣🤣🤣🤣
P.S. ახლა, აქ, რომელიმე ტვინნაღრძობი არ შემომივარდეს “იიი, ნაცებს იცავ?” ფრაზებით! ყველას კუდი-გორის გზას გაგიყენებთ”
წერს, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, პოლიტიკური ექსპერტი, ირაკლი მელაშვილი, ‘ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლითაც, ივანისვილის მომხრეებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს, გავლენიანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით მიმართეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights